კალასი ქართველ ხალხს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, მაგრამ მათ, ვინც რეპრესიებს წარმოადგენენ, ჩვენს კავშირში ადგილი არ არის
თუ ხელისუფლება თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ეს იწვევს შედეგებს, - ასე კომენტარს აკეთებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაჯა კალასი საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე. "ევროკავშირმა უკვე ჩამოართვა საქართველოს დაფინანსება დემოკრატიული უკანდახევის გამო. დღეს ევროპა ხელს უშლის ევროკავშირში თავისუფალ გადაადგილებას საქართველოს ხელისუფლებასთან ასოცირებულ პირთა, რომლებიც მიმართავენ რეპრესიებს, მათ შორის ქართველ დიპლომატებს", - განაცხადა კალასმა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ქართველ ხალხს აქვს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა. „ქართველ ხალხს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, მაგრამ ჩვენს კავშირში არ არის ადგილი მათთვის, ვინც წარმოადგენს რეპრესიებს“, - აღნიშნა კალასმა.
• უკრაინა უახლესი: რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზი შენარჩუნებულია და დარტყმები ძლიერდება გლობალური კონფლიქტების ესკალაციის გამო • სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ სწრაფად ემსგავსება ჭაობში ჩავარდნილ ადამიანს, ყოველი ახალი ნაბიჯით უფრო ღრმად იძირება. • ევროკავშირში საქართველოს ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება ძალაში შევიდა • აზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე ტერაქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა • საქართველოს ოთხ ქალაქში ერთ თვეში 831 ავტომობილი გამოვლინდა ემისიის სტანდარტების გადაჭარბებით • ლევან მახაშვილი აშშ-ში ვიზიტის შესახებ: - ფაქტობრივად, ახლა ყველაფერი ნულიდან უნდა ავაშენოთ •