კაია კალასი ქართველ ხალხს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, მაგრამ მათ, ვინც რეპრესიებს წარმოადგენენ, ჩვენს ურთიერთობებში ადგილი არ არის
„თუ მთავრობა თავს დაესხმება საკუთარ ხალხს, გააჩუმებს ჟურნალისტებს და შეზღუდავს თავისუფლებას, ამას ექნება შედეგები“, - ასე კომენტარს აკეთებს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე. "ევროკავშირმა უკვე გააუქმა საქართველოს დაფინანსება დემოკრატიის უკანდახევის გამო. დღეს ევროპა ხელს უშლის საქართველოს რეპრესიულ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებს - მათ შორის ქართველ დიპლომატებს - ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილებას", - განაცხადა კალასმა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ქართველ ხალხს აქვს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა. „ქართველ ხალხს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, მაგრამ მათ, ვინც რეპრესიებს წარმოადგენენ, ჩვენს ურთიერთობებში ადგილი არ არის“, - აღნიშნა კალასმა.
• აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობაზე • ტრამპმა მიიწვია ირანელი დიპლომატები, რომ გახდნენ ირანის ახალი მთავრობის ბირთვი • ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები 11 მარტს გაიმართება • რუსეთში ადვოკატ ბექა ბასილაის დაუსწრებლად მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა • ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკანონმდებლო პაკეტის გამო • ზურაბიშვილი: პარლამენტში შეიქმნა მილიონერების კომისია ფასებზე •