ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან ერთად ADB ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა.

ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან ერთად ADB ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტთან, მასატო კანდასთან, ADB საქართველოში მუდმივმოქმედი მისიის დირექტორთან ლესლი ბიერმან ლამთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობას და მადლობა გადაუხადა ADB-ს ქვეყნისა და მთავრობის მხარდაჭერისთვის. „საქართველოს განსაკუთრებული თანამშრომლობა აქვს აზიის განვითარების ბანკთან, რასაც ძალიან ხელშესახები შედეგები მოაქვს. დიდი ხნის განმავლობაში, აზიის განვითარების ბანკი იყო საქართველოს ყველაზე სანდო, მნიშვნელოვანი, განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო პარტნიორი და მისი საქმიანობა საქართველოში სრულად ემთხვევა ჩვენს ეროვნულ პრიორიტეტებს. ვაფასებთ ბანკის წვლილს სხვადასხვა სექტორის განვითარებაში. ბანკის ამჟამინდელი საინვესტიციო პორტფელი 5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც მნიშვნელოვან პროექტებს აფინანსებს. მადლობას ვუხდი აზიის განვითარების ბანკის მთელ გუნდს და საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ქალბატონ ლესლი ბიერმან ლამს, რომლის პირადი მხარდაჭერა საქართველოსადმი განსაკუთრებულია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მზარდ თანამშრომლობას. „ჩვენი პარტნიორობა ძლიერია. აზიის განვითარების ბანკის კომიტეტმა ბოლო შეხვედრაზე საქართველოს კერძო და საჯარო სექტორის განვითარებისთვის 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ინვესტიციების გზით. ჩვენ ერთად მივაღწიეთ პროგრესს ფართომასშტაბიანი პროექტების მხარდაჭერით, მუნიციპალური სერვისების გაძლიერებით, სექტორული და ინსტიტუციური რეფორმების ხელშეწყობით და ადამიანებში ინვესტიციებით. საქართველოს ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერის გადაწყვეტამდე დიდი ხნით ადრე ჩვენ მიზნად დავისახეთ ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება ძლიერ საფუძველს, რომელიც მოიცავს საერთო ღირებულებებს და ერთობლივ ძალისხმევას ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მასატო კანდამ. ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მიულოცა აზიის განვითარების ბანკს ახალი ოფისის გახსნა და აღნიშნა, რომ ADB-ის მხარდაჭერით ქვეყანაში არაერთი ტრანსფორმაციული პროექტი განხორციელდა. „აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობა იზრდება საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესაბამისად. იზრდება ბანკის საინვესტიციო პორტფელიც. მომავალ წელს აღვნიშნავთ ჩვენი თანამშრომლობის 20 წლის იუბილეს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აზიის განვითარების ბანკი ჩამოყალიბდა, როგორც წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი საქართველოსთვის. ტრანსფორმაციული პროექტები საქართველოში სწორედ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. საერთო ჯამში მათი მოცულობა 5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს და მოიცავს ინვესტიციებს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. მადლობა თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვუკავშირდებით აზიის განვითარების ბანკს 2024-2028 წლების პარტნიორობის სტრატეგიით, რომელიც ასახავს საქართველოს მთავრობის საშუალო და გრძელვადიან ინიციატივებს. ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური და ამბიციური თანამშრომლობის დღის წესრიგი და მოხარულები ვართ, რომ აზიის განვითარების ბანკი იქნება ჩვენს გვერდით. პროექტები, რომლებსაც ერთად ვახორციელებთ, ნამდვილად ცვლის ჩვენი მოსახლეობის ცხოვრებას“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა და „შეშფოთება გამოთქვა“ ნახჭევანში უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის გამო.ADB-ის პრეზიდენტი: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სწრაფვას, გახდეს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი კარიბჭებრიტანული გამომცემლობა დათო მაღრაძის პოეზიის კრებულს გამოსცემსპროკურატურა: ზუგდიდში ფიზკულტურის მასწავლებელს, რომელმაც ძალადობის გარეშე ჩაიდინა უხამსი ქმედებები 14 და 16 წლამდე ასაკის ხუთ მოსწავლეზე, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.ტელემაუწყებლებთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ განცხადება გაავრცელასაქართველო დაიწყებს მედიის ობიექტურობის მონიტორინგის ახალი წესების გამოყენებას

ENDEKA