ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის ADB პრეზიდენტს მასატო კანდას შეხვდა.

ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის ADB პრეზიდენტს მასატო კანდას შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს მასატო კანდას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა აზიის განვითარების ბანკის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორის, ქვეყნის ეკონომიკურ სექტორებში მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. მათ განიხილეს ADB-ის საინვესტიციო პორტფელი საქართველოში. აღინიშნა, რომ ADB-ის ინვესტიციები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში აღემატება 5 მილიარდ აშშ დოლარს და აფინანსებს პროგრამებს, რომლებიც მიმართულია ტურისტული ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, სატრანსპორტო კავშირის, ენერგეტიკისა და რეგიონული და მუნიციპალური სექტორების განვითარებაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკის ახალი ოფისის გახსნა თბილისში კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა საქართველოსა და ADB-ს შორის გრძელვადიანი პარტნიორობის შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახლო აღმოსავლეთში ცის დაკეტვის გამო საქართველოს გავლით ტრანზიტი გაიზარდაევროკავშირში საქართველოს ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება ძალაში შევიდანატომ დანიშნა ახალი სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაშისაქართველოს ეროვნულმა ბანკმა ემიგრანტებში პოპულარული კრედო ბანკი ფინანსური მონიტორინგის დარღვევისთვის დააჯარიმაკობახიძე: ADB-ის პრეზიდენტთან განვიხილეთ თანამშრომლობა ეკონომიკის ძირითად სექტორებშიალან გაგლოევმა და ბადრა გუნბამ აფხაზეთში დრონების საკითხი განიხილეს

ENDEKA