ჰენა ვირკკუნენი დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ეს არის პასუხი მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტები...

ჰენა ვირკკუნენი დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ეს არის პასუხი მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტები...

დღევანდელი გადაწყვეტილება წარმოადგენს პასუხს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე, - ასე კომენტარს აკეთებს ევროკომისიის ტექნოლოგიური სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ჰენა ვირკკუნენი საქართველოს დიპლომატიური პასპორტისა და ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე. მისი განცხადებით, საქართველოში რეპრესიები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებდა. "ვიზალიბერალიზაცია არის გასაღები ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მობილობის ხელშეწყობისთვის. ვინც არ პატივს სცემს ფუნდამენტურ უფლებებს, არ უნდა ისარგებლოს ამ თავისუფლებით. ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით", - განაცხადა ჰენა ვირკკუნენმა.

თბილისის სამთავრობო ქალაქ არსენალის გორაზე ტენდერი გაუქმდააშშ მოელის საქართველოდან ურთიერთობის გაღრმავებისადმი ერთგულების დემონსტრირებას - სახელმწიფო დეპარტამენტისაქართველოს ეროვნულმა ბანკმა ემიგრანტებში პოპულარული კრედო ბანკი ფინანსური მონიტორინგის დარღვევისთვის დააჯარიმაADB-ის პრეზიდენტი კობახიძეს შეხვდა და შეაქო საქართველოს „ძლიერი მაკროეკონომიკური მოღვაწეობა“ევროკავშირში საქართველოს ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება ძალაში შევიდაევროკავშირი აძლიერებს კონტროლს საქართველოს ყველა მოქალაქის შემოსვლაზე

ENDEKA