გრიგოლ გეგელია ქოცი დელეგაცია გეგმავდა ვიზიტს ევროპარლამენტში ახლა, როგორც ჩანს, ვიზის განსახორციელებლად რიგში ლოდინი მოუწევთ რეჟიმი ოფიციალურ ვიზიტზე...
ევროკავშირმა ოფიციალურად გააუქმა უვიზო რეჟიმი „ქოცი რეჟიმის“ წარმომადგენლებს“, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო საქმეთა მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. მისი შეფასებით, ეს არის „ქოცი“ რეჟიმის მორიგი მარცხი. „უვიზო მიმოსვლა გაუქმდა დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტებით ყველა პირს. პარალელურად, ევროკავშირმა კიდევ ერთი შეზღუდვა დააწესა „ქოციებზე“: ისინი ვეღარ შეძლებენ ოფიციალურ ვიზიტებს ჩვეულებრივი პასპორტებით, როგორც ემუქრებოდნენ კობახიძე და რეჟიმის სხვა წარმომადგენლები. ახლა ქოცებს მოუწევთ ვიზაზე ლოდინი ამ ვიზიტის განსახორციელებლად საკუთარი ქმედებების გამო, რეჟიმი, რომელიც ოდესღაც კანდიდატ სახელმწიფოს ხელმძღვანელობდა, ახლა უვიზოდ ოფიციალური ვიზიტისთვისაც კი ვერ ახერხებს ჩამოსვლას. ეს არის „ქოცი“ რეჟიმის მორიგი მარცხი“, - განაცხადა გეგელიამ. ცნობისთვის: დღეს ევროკომისია აჩერებს უვიზო მიმოსვლას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, - ეს ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. „ახლა მათ მოეთხოვებათ ვიზა მიიღონ შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნებისთვის. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამოიყენება ახალი გაძლიერებული სავიზო შეჩერების მექანიზმი“, - ნათქვამია ინფორმაციაში. პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ ვიზების შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების მიზანმიმართული და მუდმივი დარღვევის საპასუხოდ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში.
• „ოპოზიციური ალიანსი“: ბრძოლა არის სახელმწიფოს გადარჩენისთვის, ცივილიზებულ სამყაროში ჩვენი ისტორიული ადგილის უზრუნველსაყოფად და არა მხოლოდ ცუდი ხელისუფლების შეცვლისთვის - ახლა წყდება, სად დაეცემა ახალი „რკინის ფარდა“. • ლევან მახაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას: არსებითად ახლიდან ვიცნობთ ერთმანეთს - დღეს ყველაფერი ნულიდან უნდა ავაშენოთ - როცა დელეგაცია დაბრუნდება, გავმართავთ კონსულტაციებს და გამოვიტანთ გარკვეულ დასკვნებს შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით • ალან გაგლოევმა და ბადრა გუნბამ აფხაზეთში დრონების საკითხი განიხილეს • თსუ წარადგენს ნაირა ბეპიევას წიგნებს ოსურ ლიტერატურასა და ფოლკლორზე • თბილისის სამთავრობო ქალაქ არსენალის გორაზე ტენდერი გაუქმდა • ოზურგეთის სასამართლომ 18 წელი მიუსაჯა მამაკაცს, რომელმაც ცოლს ესროლა „გენდერული თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო“. •