ევროკომისიის სპიკერი საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის
"ეს არის ახალი ვიზის შეჩერების მექანიზმის პირველი გამოყენება. გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების დამტკიცებას მოჰყვება", - განუცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა მარკუს ლამერტმა "ევროსკოპს" საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას. მისი განმარტებით, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, დღეიდან, 6 მარტიდან, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა 12 თვის ვადით შეუჩერდეს. „ეს არის ახალი ვიზის შეჩერების მექანიზმის გამოყენების პირველი შემთხვევა. გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების დამტკიცებას მოჰყვება. ვიზალიბერალიზაცია მიზნად ისახავს ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავებას და საერთო ღირებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების ხელშეწყობას. ეს შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან“, - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა. მისი განმარტებით, კომისიამ მიიღო გაიდლაინები წევრი ქვეყნების საკონსულო ორგანოებისა და მესაზღვრეებისთვის, რათა მხარი დაუჭირონ უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ეფექტურად განხორციელებას. „საკითხის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, კომისიამ მიიღო გაიდლაინები წევრი ქვეყნების საკონსულო ხელისუფლებისა და მესაზღვრეებისთვის, რათა მხარი დაუჭირონ უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ეფექტურად განხორციელებას. ეს ასევე ნიშნავს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გაივლის გაძლიერებულ შემოწმებას ევროკავშირის გარე საზღვრების გადაკვეთისას, რათა თავიდან იქნას აცილებული ახალი ზომების გვერდის ავლით“, - აღნიშნა ევროკომისიის სპიკერმა.
• საგარეო საქმეთა სამინისტრო: ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად კიდევ ერთი სპეციალური რეისი დაინიშნა. • კალასი: ქართველ ხალხს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, მაგრამ მათ, ვინც რეპრესიებს წარმოადგენენ, ჩვენს კავშირში ადგილი არ არის • ალან გაგლოევმა და ბადრა გუნბამ აფხაზეთში დრონების საკითხი განიხილეს • ევროკავშირი აძლიერებს კონტროლს საქართველოს ყველა მოქალაქის შემოსვლაზე • რუსმა დიპლომატმა თბილისში ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა • ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან ერთად ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა. •