ბათუმის ბულვარზე ნაპირზე ობიექტების დემონტაჟი გრძელდება

ბათუმის ბულვარზე ნაპირზე ობიექტების დემონტაჟი გრძელდება

ბათუმის ბულვარზე სანაპირო ზოლის მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება. ამჟამად ნაპირზე მდებარე კიდევ ერთი საზაფხულო კაფე-ბარის დემონტაჟი მიმდინარეობს. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ობიექტის მესაკუთრე დემონტაჟის სამუშაოებს დამოუკიდებლად ახორციელებს წინასწარ გაფრთხილების საფუძველზე. სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორია მოწესრიგდება. ასევე მიმდინარეობს ბულვარის ფიჭვის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საზოგადოებრივი კვების ობიექტის დემონტაჟი. დაწესებულება განთავსებული იყო რეკრეაციულ სივრცეში. სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორია კეთილმოეწყობა. ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ უკანონო და არაესთეტიკური ობიექტების დემონტაჟის პროცესი გრძელდება. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს ბულვარის, როგორც რეკრეაციული სივრცის იერსახის გაუმჯობესებას და ვიზიტორებისთვის უფრო კომფორტული გარემოს შექმნას.

პროკურატურა: ზუგდიდში ფიზკულტურის მასწავლებელს, რომელმაც ძალადობის გარეშე ჩაიდინა უხამსი ქმედებები 14 და 16 წლამდე ასაკის ხუთ მოსწავლეზე, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.საქართველო დაიწყებს მედიის ობიექტურობის მონიტორინგის ახალი წესების გამოყენებასევროკავშირი აძლიერებს კონტროლს საქართველოს ყველა მოქალაქის შემოსვლაზეტელემაუწყებლებთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ განცხადება გაავრცელაგიგა ბოკერია საპარლამენტო დელეგაციის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე: ამ ეტაპზე არანაირი წინაპირობა არ არსებობს - რაც საჯაროდ ვიცით, არაფერი შეცვლილა და ყველა ეს ვარაუდი უსაფუძვლოა.რუსმა დიპლომატმა თბილისში ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

ENDEKA