ალან გაგლოევმა და ბადრა გუნბამ აფხაზეთში დრონების საკითხი განიხილეს
ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. ლიდერებმა ალან გაგლოევმა და ბადრა გუნბამ სატელეფონო საუბრისას განიხილეს უპილოტო თვითმფრინავების მიერ აფხაზეთის საჰაერო სივრცის დარღვევა. გაგლოევის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის თავის „აფხაზ კოლეგას“ დაუკავშირდა, რათა პირადად შეეკითხა სიტუაცია. „ამ ინციდენტთან დაკავშირებით მან მხარდაჭერა გამოუცხადა აფხაზეთის ხელმძღვანელობასა და აფხაზ ხალხს და აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს მოძმე რესპუბლიკას და მის ხალხს“, - ნათქვამია გაგლოევის პრესსამსახურში. ცნობისთვის: გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის საჰაერო ძალების ე.წ. მეთაურმა ადგურ გუნბამ განაცხადა, რომ აღმოჩენილია 30 თვითმფრინავი. „გუშინ იყო უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების უპრეცედენტო შემთხვევა, დაფიქსირდა დრონების ჩამოვარდნა ბევრ დასახლებულ პუნქტში. აფხაზეთისა და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივი მუშაობა გრძელდება“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის საჰაერო ძალების ე.წ. მეთაურმა ადგურ გუნბამ. მისი თქმით, „დრონების 99% განადგურდა, ჩამოგდებული თვითმფრინავების ფრაგმენტები კი 11 დასახლებულ პუნქტში აღმოაჩინეს“.
• გრიგოლ გეგელია: „ქოცი“ დელეგაცია გეგმავდა ვიზიტს ევროპარლამენტში; ახლა, როგორც ჩანს, ვიზის განსახორციელებლად რიგში ლოდინი მოუწევთ - რეჟიმი ოფიციალურ ვიზიტზე უვიზოდ ჩამოსვლასაც ვეღარ ახერხებს; ეს მათი კიდევ ერთი მარცხია • შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეცვალონ ავტორიტარული კურსი - შვედეთი რჩება ქართველი ხალხის დიდი ხნის მეგობარი და საიმედო პარტნიორი • ბათუმის ბულვარზე ნაპირზე ობიექტების დემონტაჟი გრძელდება • ევროკავშირი აფრთხილებს გამკაცრებულ შემოწმებებს, "შესვლის აკრძალვას" საქართველოს ოფიციალური პირებისთვის, რადგან უვიზო მიმოსვლის შეჩერება ძალაში შედის • რუსეთს ბრალი ედებოდა ირანში დაზვერვის გადაცემაში აშშ-ს არმიაზე თავდასხმებისთვის • ზურაბიშვილი: პარლამენტში შეიქმნა მილიონერების კომისია ფასებზე •