7 9 მარტს საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-დან 9 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წყვეტილი ნალექი შენარჩუნდება. უწყების ცნობით, თბილისში 7 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 8-9 მარტს მოსალოდნელია მცირე წვიმა და ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9-დან +11 გრადუსამდე იქნება. სანაპირო ზონები (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია წყვეტილი წვიმა. დღისით ტემპერატურა +9-დან +11 გრადუსამდე იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია წყვეტილი წვიმა. დღისით ტემპერატურა +8-დან +10 გრადუსამდე იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია წყვეტილი ნალექი. დღისით ტემპერატურა +6-დან +8 გრადუსამდე იქნება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია პერიოდული თოვლი. დღის ტემპერატურა იქნება -1-დან +1°C-მდე. ქართლის რეგიონი (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია ნალექი. დღისით ტემპერატურა +8-დან +10 გრადუსამდე იქნება. კახეთის რეგიონი (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ნალექი. დღისით ტემპერატურა +9-დან +11 გრადუსამდე იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია თოვლი. დღისით ტემპერატურა +4-დან +6 გრადუსამდე იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია თოვლი. დღისით ტემპერატურა -2-დან -4 გრადუსამდე იქნება, ნათქვამია ინფორმაციაში.
• ირაკლი კობახიძეს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ილჰამ ალიევთან • ენმ: შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის განახლებას არ სჭირდება ფოტოები და ხელის ჩამორთმევა, არამედ კონკრეტული ნაბიჯები • ნიკოლოზ სამხარაძე: კონგრესში ჩვენი საუბრის მთავარი თემა იყო ურთიერთობების გაუმჯობესება - კონგრესმენებს ვთხოვეთ, ყურადღებით შეესწავლათ ცალკეული კონგრესმენების საკანონმდებლო ინიციატივები, რათა ჩვენს ურთიერთობებში დადებითი დინამიკა არ დაზიანდეს. • გიორგი შარაშიძე სალომე ზურაბიშვილზე: ღალატია, როცა ბრძოლის ველს ტოვებ - ფაქტობრივად, 12 კაცი ვაკეთებთ მთელი ოპოზიციის საქმეს • აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: დადგინდა, რომ ირანმა ნახიჩევანის მიმართულებით 4 თვითმფრინავი გაუშვა • კალაძის საარჩევნო ოფისთან პუბლიკას ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით ორს ბრალი წაუყენეს •