ოპოზიციური ალიანსი ჩვენ ვადასტურებთ გამარჯვების შეთანხმებულ სტრატეგიას ჩვენ არ ვაღიარებთ ამ რეჟიმის ლეგიტიმურობას და ერთად ვმუშაობთ არაღიარების პოლიტი...
დიქტატორი ივანიშვილი ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლების ლეგიტიმაციის ერთადერთ წყაროს სჯის პატიმრობით მისი ლეგიტიმაციის არ აღიარებისთვის - რეჟიმი თავად ავლენს საკუთარი წარუმატებლობის წინაპირობას: მას ყველაზე მეტად ეშინია ხალხის არაღიარების, - ნათქვამია ოპოზიციური ალიანსის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასეთ ნაბიჯებს დგამს მხოლოდ ის ხელისუფლება, რომელმაც იცის, რომ მას არ გააჩნია პოლიტიკური ლეგიტიმაცია, „რადგან უღალატა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და კონსტიტუციას“. „გუშინ, ბიძინა ივანიშვილის პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კიდევ ერთი რეპრესიული კანონი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს რეჟიმის არალეგიტიმურად მიჩნევისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის მუქარით ემუქრება. დიქტატორი ივანიშვილი სჯის ადამიანებს, რომლებიც ლეგიტიმაციის ერთადერთი წყაროა ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლებისთვის, მისი ლეგიტიმაციის არ აღიარების გამო. ასეთ ნაბიჯებს დგამს მხოლოდ ის ხელისუფლება, რომელმაც იცის, რომ მას აკლია პოლიტიკური ლეგიტიმაცია, რადგან მან უღალატა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და კონსტიტუციას. ასეთი დრაკონული კანონები საჭიროა საზოგადოების სამართლიანი რეაქციის გასანეიტრალებლად მოღალატე პოლიტიკაზე, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით აუქმებს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს. თუმცა, ამავდროულად, თავად რეჟიმი ავლენს საკუთარი დამარცხების წინაპირობას: ყველაზე მეტად ხალხის არაღიარების ეშინია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ გამარჯვების შეთანხმებულ სტრატეგიას: ჩვენ არ ვაღიარებთ ამ რეჟიმის ლეგიტიმურობას და ერთად ვმუშაობთ არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ ქვეყანას ეყოლება დემოკრატიული, კოალიციური მთავრობა, რომელიც გააუქმებს ყველა რეპრესიულ კანონს“, - ნათქვამია განცხადებაში.
• ჯო უილსონმა - ქართულმა ოცნებამ საქართველოს ინფრასტრუქტურა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა • ესპანეთმა უარყო თეთრი სახლის განცხადება, რომ მადრიდი დათანხმდა აშშ-ს ბაზების მიწოდებას. • ოპოზიციური ალიანსი: ჩვენ არ ვაღიარებთ ამ რეჟიმის ლეგიტიმურობას • კალაძე თბილისში აბუ დაბიდან სტამბულის გავლით ბრუნდება • სალომე სამადაშვილი: ევროპელი დიპლომატებისთვის საქართველოში უფრო მტრული გარემოა, ვიდრე რუსეთში - რაც შეეხება ირანს, ვინც არ უნდა იყოს დღეს ხელისუფლებაში, ყველას მოუწევს ძალიან ფრთხილი პოზიციის დაკავება. • თბილისის აეროპორტში მგზავრი, რომელსაც ხელბარგში 9 ლიტრი კეტამინი ჰქონდა, დააკავეს •