ოკუპირებული აფხაზეთი ამტკიცებს, რომ წუხელ 30 თვითმფრინავი დააფიქსირა
ოკუპირებული აფხაზეთი ამტკიცებს, რომ წუხელ 30 თვითმფრინავი დააფიქსირა. "გუშინ იყო უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების უპრეცედენტო შემთხვევა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავები ჩამოვარდა ბევრ დასახლებულ პუნქტში. მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა აფხაზეთისა და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საჰაერო ძალების მეთაურმა ადგურ გუნბამ. მისი თქმით, „დრონების 99% განადგურებულია, ჩამოგდებული თვითმფრინავების ნამსხვრევები კი 11 დასახლებაში აღმოაჩინეს“. შეგახსენებთ, გუშინ ღამით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოჩამჩირის რაიონის სოფელში უპილოტო თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა.
• პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო • მორგოშია: ლევან ჯანგველაძემ განაცხადა, რომ ფარცხალაძე აკონტროლებს თბილისის ქუჩებს, საბაჟოებს, პროკურატურას, პოლიციას. • 2026 წლის თებერვალში საქართველოს წლიურმა ინფლაციამ 4,6% შეადგინა • „ქართულმა ოცნება“ კანონიერად ყველას ავალდებულებს აღიარონ მისი ლეგიტიმაცია • ქართველი დეპუტატები ვაშინგტონში სტუმრობენ • საქართველოში პოლიციამ თურქეთის 14 მოქალაქე დააკავა •