ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში უპილოტო თვითმფრინავის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, - ეჩოკავკაზას ცნობით, ეს ინფორმაცია რუსულ მედიას აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახების დროს თვითმფრინავმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, გაგრაში, ახალ ათოსსა და გულრიფშში უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა ადგილზე გაგზავნილმა მაშველებმა მათი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ შეძლეს და, შესაბამისად, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და, თუ ისინი აღმოაჩენენ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილებს ან ჩამოვარდნილი თვითმფრინავების ფრაგმენტებს, არ მიუახლოვდნენ და არ შეეხონ მათ და დაუყოვნებლივ შეატყობინონ შესაბამის ორგანოებს. სანამ ინფორმაცია დადასტურდებოდა, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ დრონები დაფრინავდნენ აფხაზეთის თავზე.

საქართველოს 122 მოქალაქე ომანიდან სამშობლოში კერძო თვითმფრინავებით უკვე გაფრინდაკახა კალაძე: ჩემს მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად რიადიდან სტამბულის აეროპორტში ჩავფრინდით და თბილისში ვბრუნდებით - მშვიდობას ვუსურვებ მსოფლიოს, ჩვენს ქვეყანას; არაფერია ამაზე ძვირფასისაბერძნეთში აშშ-ის საზღვაო ბაზაზე კრეტაზე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს.საქართველოში მცხოვრებმა ირანელებმა აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამოაცხადესდამსაქმებელთა ასოციაცია მიგრანტ მუშაკთა/უცხოელთა შესახებ ახალ კანონზეთბილისში საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა გაიმართა

ENDEKA