ნიკა გვარამია ამერიკული წყაროები იუწყებიან, რომ ირანი ბაქო თბილისი ჯეიჰანის მილსადენს უმიზნებს რა ზომებს ვიღებთ, სად არის სამშვიდობო ოცნება? განა საზო...
ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ამერიკულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანი მიზნად ისახავს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს, რომელიც გადის აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთში. გვარამია ამბობს, რომ თურქეთმა და აზერბაიჯანმა ამ საკითხზე უკვე გააკეთეს განცხადებები და სვამს კითხვას, „რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში“. „ისრაელის ნავთობის მესამედი გადის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე, არც მეტი, არც ნაკლები. ამერიკული წყაროები იუწყებიან, რომ ირანი მიზნად ისახავს ამ მილსადენს, რომელიც გადის სამ სახელმწიფოზე - აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთში. აზერბაიჯანმა და თურქეთმა გააკეთეს განცხადებები. რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში, რა ინფორმაცია გვაქვს, რა ზომებს ვატარებთ - სად არის სამშვიდობო ოცნება? განა საზოგადოება არ იმსახურებს ახსნა-განმარტებას?", - წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე.
• საქართველო ომანიდან თბილისში სპეციალურ რეპატრიაციის რეისებს იწყებს • ქეროლაინ ლევიტი: ესპანეთი დათანხმდა აშშ-ს სამხედროებთან თანამშრომლობას • „ქართულმა ოცნება“ კანონიერად ყველას ავალდებულებს აღიარონ მისი ლეგიტიმაცია • უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო • ქართული დელეგაცია ვაშინგტონში აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელს შეხვდა • სააკაშვილი: ივანიშვილი კარგად უნდა დააკვირდეს, როგორ მთავრდება დიქტატურა •