მასკატიდან დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური რეისი გაფრინდება.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგ ქვეყნებში საჰაერო სივრცის დაკეტვით გამოწვეული სატრანსპორტო კომუნიკაციების შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოეწყობა სპეციალური ფრენები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებას საქართველოში შესაბამისი ავიაკომპანიები ვერ განახორციელებენ დადგენილ ვადაში. დეპარტამენტის ცნობით, რეისი მასკატი (ომანის სასულთნო) – თბილისი (საქართველო) დღეს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე გაფრინდება. „საქართველოში გაფრენის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს შესაბამის საელჩოებს: საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (აბუ დაბი): ცხელი ხაზი (24 საათი): +971 54 2324 335, ტელეფონი: +971 2 553 36 83, ელფოსტა: [email protected]. საქართველოს საელჩო კატარის შტატში (დოჰა): ცხელი ხაზი (24 საათის განმავლობაში): +974 52 098 071, ტელეფონი: +974 44 739 499, ელფოსტა: [email დაცულია]“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
• პიტერ ფიშერმა მემორიალთან პატივი მიაგო 9 აპრილის დაღუპულებს • თინა ბოკუჩავა: ქვეყანაში არის ფსევდო-ხელისუფლება • ბრიტანეთმა რუსეთი წყალქვეშა კაბელების ჯაშუშობაში დაადანაშაულა წყალქვეშა ნავების გამოყენებით • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პროსტიტუციისთვის სასჯელის გაუქმებაზე უარი განაცხადა • რომელ ქვეყნებს აქვთ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი და რომელი ქვეყნის მოქალაქეებს ესაჭიროებათ ვიზა შესვლისთვის? • შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 აპრილის მემორიალთან დღეს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. •