მასკატიდან დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური რეისი გაფრინდება.

მასკატიდან დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური რეისი გაფრინდება.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგ ქვეყნებში საჰაერო სივრცის დაკეტვით გამოწვეული სატრანსპორტო კომუნიკაციების შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოეწყობა სპეციალური ფრენები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებას საქართველოში შესაბამისი ავიაკომპანიები ვერ განახორციელებენ დადგენილ ვადაში. დეპარტამენტის ცნობით, რეისი მასკატი (ომანის სასულთნო) – თბილისი (საქართველო) დღეს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე გაფრინდება. „საქართველოში გაფრენის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს შესაბამის საელჩოებს: საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (აბუ დაბი): ცხელი ხაზი (24 საათი): +971 54 2324 335, ტელეფონი: +971 2 553 36 83, ელფოსტა: [email protected]. საქართველოს საელჩო კატარის შტატში (დოჰა): ცხელი ხაზი (24 საათის განმავლობაში): +974 52 098 071, ტელეფონი: +974 44 739 499, ელფოსტა: [email დაცულია]“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველო ომანიდან თბილისში სპეციალურ რეპატრიაციის რეისებს იწყებსშინაგან საქმეთა სამინისტრო - თურქ კოლეგებთან თანამშრომლობით, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე დააკავეს თურქეთის 14 მოქალაქე, რომელთაგან 11 ინტერპოლის წითელი ცნობის საფუძველზე იძებნებოდა, ხოლო 3 თურქეთის ეროვნულ დონეზე.ოკუპირებული აფხაზეთი ამტკიცებს, რომ წუხელ 30 თვითმფრინავი დააფიქსირასასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ძალადობისა და ბულინგის გამო კომპენსაცია დააკისრა.მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის მარიონეტული მთავრობის განცხადება ირანის შესახებ ანტიამერიკული სულისკვეთებით არის გამსჭვალული, თითს აშკარად აშტერდება ამერიკასა და ისრაელზე.ირანმა ნახჭევანის აეროპორტზე თვითმფრინავის დარტყმა განახორციელა

ENDEKA