ირაკლი კობახიძეს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ილჰამ ალიევთან

ირაკლი კობახიძეს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ილჰამ ალიევთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმის გამო. „ირაკლი კობახიძემ სოლიდარობა გამოუცხადა ილჰამ ალიევს და ინციდენტის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, მყარ პოლიტიკურ ურთიერთობებს და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების განსაკუთრებულ მნიშვნელობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გურამ მაჭარაშვილი თინა ხიდაშელის განცხადებაზე: ვერავინ გაპატიებს ისეთ განცხადებას, რომელიც არის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, მით უმეტეს, როცა თავდაცვის მინისტრი იყავი, პარლამენტის წევრი, თანამდებობები და საიდუმლო ინფორმაცია გქონიაევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები 11 მარტს გაიმართებაუკრაინის მოქალაქეები გააფრთხილეს საქართველოში ნარკოტიკების საწინააღმდეგო კანონის გამკაცრების რისკების შესახებზურაბიშვილი: პარლამენტში შეიქმნა მილიონერების კომისია ფასებზეაზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე ტერაქტის აღკვეთის შესახებ განაცხადაევროკომისია დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ: კომისიას შეუძლია გადაწყვიტოს ამ ზომების გავრცელება საქართველოს ყველა მოქალაქეზე - სიტუაციის გამოსწორება დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლებაზე

ENDEKA