გვარამია ირანი მიზნად ისახავს BTC ნავთობსადენს, რას ვიზამთ?

გვარამია ირანი მიზნად ისახავს BTC ნავთობსადენს, რას ვიზამთ?

ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ამერიკულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანი მიზნად ისახავს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით გამავალ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს. გვარამია ამბობს, რომ თურქეთმა და აზერბაიჯანმა ამ საკითხზე უკვე გააკეთეს განცხადებები და სვამს კითხვას: „რა მდგომარეობაა საქართველოში ამ მიმართულებით? „ისრაელში ნავთობის მიწოდების მესამედი გადის, არანაკლებ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე. ამერიკული წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ირანი მიზნად ისახავს ამ მილსადენს, რომელიც გადის 3 სახელმწიფოზე - აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთში. აზერბაიჯანმა და თურქეთმა განცხადებები გააკეთეს. რა ვითარებაა ამ მიმართულებით საქართველოში, რა ინფორმაცია გვაქვს, რა ზომებს მივიღებთ - სად არის მშვიდობის ქადაგება „კოწრეჟიმი“? საზოგადოება არ იმსახურებს ახსნას?” წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე.

დედოფლისწყაროში გაზის ღუმელის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალაპაპუაშვილის თქმით, ბრიტანეთი არის პასუხისმგებელი საქართველოს საბჭოთა ოკუპაციაზესურსათის ეროვნული სააგენტო ფრინველის უკანონო სასაკლაოებს ავლენსფაშინიანმა საქართველოს მადლობა გადაუხადა ბაქოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში გაწეული დახმარებისთვისსაქართველოში მყოფი ირანის მოქალაქეებს აზერბაიჯანის გავლით სამშობლოში დაბრუნების შეუძლებლობის შესახებ ეცნობათესპანეთმა უარყო თეთრი სახლის განცხადება, რომ მადრიდი დათანხმდა აშშ-ს ბაზების მიწოდებას.

ENDEKA