გრიგოლ გეგელია ქართული ოცნება ცდილობს იგნორირება გაუკეთოს საკითხებს, მაგრამ რეგიონში არსებულ ვითარებაში საკითხების იგნორირება მხოლოდ ეროვნულ სისუსტეს ...

გრიგოლ გეგელია ქართული ოცნება ცდილობს იგნორირება გაუკეთოს საკითხებს, მაგრამ რეგიონში არსებულ ვითარებაში საკითხების იგნორირება მხოლოდ ეროვნულ სისუსტეს ...

საქართველოს მმართველ რეჟიმს საგარეო საქმეთა სამინისტროში არც უშიშროების საბჭო მიუწვევია და არც ირანის ელჩი - რეჟიმის კურსს არაფერი აქვს საერთო მშვიდობიანობასთან, პრაგმატიზმთან და ნაციონალიზმთან, ეს არის სისუსტის და კაპიტულაციის კურსი ოცნება-რუსულ ფერებში, - განაცხადა ლელო - ძლიერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ გეგელიამ. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს იგნორირება გაუკეთოს საკითხებს, თუმცა რეგიონში არსებულ ვითარებაში საკითხების იგნორირება მხოლოდ ეროვნულ სისუსტეს და სისუსტეს ნიშნავს. „იმ ვითარებაში, როდესაც რეგიონის დინამიკა ძალიან მყიფეა და სწრაფად იცვლება, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში მმართველ რეჟიმს არც უშიშროების საბჭო მოუწვია და არც რაიმე სახის საგანგებო გეგმები აქვს შემუშავებული, თუ რა ტიპის სცენარი შეიძლება მოელოდოს მოსახლეობას და რა სახის შედეგს მოუტანს ეს ქვეყანას. არაფერი განიხილეს და არც ირანის ელჩი მიიწვიეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტების მოსასმენად, თუნდაც ბაქო-ჯეიჰანის მილსადენთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც უკვე 2 დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის შესაძლოა ირანის სამიზნე გახდეს. ქართული სახელმწიფო არსად არის მაშინ, როცა რეგიონში ფუნდამენტურად კრიტიკული მოვლენები ხდება მათი სამხედრო ფიზიკური გამოხატულებით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ დღევანდელი რეჟიმის კურსს არაფერი აქვს საერთო მშვიდობასთან, პრაგმატიზმთან და ნაციონალიზმთან. ეს არის სისუსტის და კაპიტულაციის კურსი ოცნება-რუსულ ფერებში. „ქართული ოცნების“ სტრატეგიას რეალურად არაფერი აქვს საერთო სამშვიდობო პოლიტიკასთან, ეროვნულ მიზნებთან და პრაგმატიზმთან. ეს არის ქვიშაში დამარხვის პოლიტიკა. ცდილობს არ შეამჩნიოს საკითხები, მაგრამ იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს არის რეგიონი, საკითხების არ შემჩნევა და ქვიშაში ჩაფლვა მხოლოდ ეროვნულ სისუსტეს და უმწეობას ნიშნავს“, - განაცხადა გეგელიამ.

მორგოშია: რუსეთის ფედერაციამ ჯანგველაძეს პოლიტიკური აქტივობა შესთავაზა, რამაც ფარცხალაძე შეაშფოთაუზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღოსაქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდაფაშინიანმა საქართველოს მადლობა გადაუხადა ბაქოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში გაწეული დახმარებისთვისბრიტანელი კონსულტანტები თბილისში დისნეილენდის მსგავსი პარკის პროექტს მოამზადებენსასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ძალადობისა და ბულინგის გამო კომპენსაცია დააკისრა.

ENDEKA