გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა საქართველოში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა უწოდა
„საქართველოში ავტორიტარული მმართველები სამხრეთ კავკასიაში ოდესღაც არსებულ „დემოკრატიის შუქურას“ ერთპარტიულ დიქტატურად აქცევენ და ანადგურებენ ქვეყნის ევროპულ მომავალს“, - წერს სოციალურ ქსელში ბუნდესტაგის მე-10 წევრი რობინ ვაგენერი. ის კომენტარს აკეთებს საქართველოს პარლამენტის მიერ 4 თებერვალს მიღებულ კანონში „გრანტების შესახებ“ და მათ „მორიგი პირდაპირი შეტევა დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე“ უწოდებს. „გრანტების შესახებ კანონში ახალი ცვლილებების მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ნებისმიერი თანამშრომლობა ექვემდებარება მთავრობის წინასწარ დამტკიცებას და ფაქტობრივად საეჭვოა. უცხოური დაფინანსების მიმღებ პირებს რვა წლით ეკრძალებათ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასა თუ მოძრაობაში გაწევრიანება და, შესაბამისად, გამორიცხული იქნებიან პოლიტიკური კონკურენციისგან. ახალი სისხლის სამართლის დანაშაული – „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ“ – იმდენად ბუნდოვნად არის ფორმულირებული, რომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმური კრიტიკაც კი მოხვდეს. დღეს საქართველოში მიღებული კანონში ცვლილებები მორიგი პირდაპირი შეტევაა დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე. მეტიც, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზების გამო 100-ზე მეტი ადამიანია დაპატიმრებული, მათ შორის ისეთი ჟურნალისტები, როგორიცაა სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი, ასევე წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკოსები. „ქართული ოცნება“ სისტემატურად ცდილობს ქვეყნის შიგნით თავისი კრიტიკოსების დაშინებას, დაპატიმრებასა და გაჩუმებას. მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ხალხს, რომელიც, მიუხედავად უზარმაზარი რისკებისა, აგრძელებს დაუღალავად ბრძოლას თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, - განაცხადა გერმანელმა დეპუტატმა.
• სილქნეტი დაჯილდოვდა ყველაზე სწრაფი პრიზით "საქართველოში ყველაზე სწრაფი ინტერნეტისთვის" • ქეროლაინ ლევიტი: ესპანეთი დათანხმდა აშშ-ს სამხედროებთან თანამშრომლობას • მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ცხოვრების ღირებულების რეიტინგში თბილისი 399-ე ადგილს იკავებს • საქართველო ამაყობს სამხრეთ გაზის დერეფანში მონაწილეობით - მარიამ ქვრივიშვილი • ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - ბადაგონის ღვინოები მუნდუს ვინის კონკურსზე 5 ოქროს მედლით დაჯილდოვდნენ. • სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ძალადობისა და ბულინგის გამო კომპენსაცია დააკისრა. •