უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო
უზენაესმა სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საჩივარი არ მიიღო. ნეტგაზეთის ინფორმაციით, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოს მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების, გამამართლებელი განაჩენის გამოტანისა და ინდივიდუალური საოქმო გადაწყვეტილებების კანონიერების განხილვის მოთხოვნით. გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე იქნა მიღებული, ანუ ამ საკითხზე მათი მონაწილეობით შეხვედრა არ ყოფილა. თუ უზენაესი სასამართლო საჩივარს განსახილველად არ მიიღებს ან დაუშვებლად ცნობს, ეს ნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს საერთოდ არ განიხილავს არსებითად, არ შეაფასებს ინფორმაციის უტყუარობას ან მცდარობას და ძალაში დატოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს ნიშნავს, რომ დავა დასრულდა, სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაში შევიდა. საქართველოში ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.
• ირაკლი კირცხალია: არავის აქვს ილუზია, რომ ქართულ კონტექსტში „ღრმა სახელმწიფოს“ მძიმე აგენტის, ბორის ჯონსონის გამოჩენა შემთხვევითია - ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას ან საქართველოს რომელიმე მტრის წინაშე დაჩოქებას! • რუსეთმა ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ირანის ატომურ ჩინოვნიკებთან კონტაქტი დაკარგა • თათა ხვედელიანი: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვისკენ ნაბიჯების გადადგმა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, დელეგაცია მაღალი თანამდებობის პირებისგან შედგებოდა - რაიმე მნიშვნელოვან შეხვედრებზე საუბარი არ შეიძლება • მამუკა კაციტაძე: რა ვქნათ, წყალი და ზეთი არ ერევა ერთმანეთს და ვინმეს ფეხის დარტყმით რომ უნდა დაიწყოს, „აქ ვართ და არავინ გცნობთ“, არ გამოვა, ძვირფასო! ალტერნატივა „ლელოს“ გარეშე შეუძლებელია • თბილისში საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა გაიმართა • "ოცნების" დეპუტატმა ბორის ჯონსონს "ღრმა სახელმწიფოს" აგენტი უწოდა. •