თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სამართალდამცავების საგანგებო მობილიზებაა სხდომაზე ჯან...
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღესაც სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა. რამდენიმე წუთში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით და გასამრჯელოს ორგანიზებაში ბრალდებული ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი დაიწყება. პოლიციის თანამშრომლები სასამართლო შენობის როგორც გარე, ისე შიდა პერიმეტრზე იმყოფებიან. დღევანდელ სხდომაზე, სავარაუდოდ, ჩვენებას კოკა მორგოშია მისცემს. ის მოკლული ბიზნესმენის მეგობარია და მანამდე ჩვენება მისცა ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის წინააღმდეგ. როგორც მორგოშიამ საქმის დაწყებამდე განაცხადა, ლევან ჯანგველაძისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მხრიდან საფრთხეს გრძნობდა. მისი თქმით, „რომ არა ჯანგველაძის მეგობრის გარდაცვალების შედეგად გამოწვეული ფორსმაჟორული ვითარება, ის გეგმავდა დაცვის აყვანას მისი შემდგომი ჩასვლისთანავე“. ცნობისთვის: გამოძიება ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ედავება. გიორგი ჯოხაძეს, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ჯგუფურად შეძენაც ედება ბრალი. ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით და ანაზღაურებით, ასევე გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის გელა უძიაშვილი ნასამართლევია და სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ამავე საქმის ფარგლებში სანდრო წივწივაძე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო რეალიზაციისთვის არის ნასამართლევი და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამავე საქმეზე ბრალი ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ რომანოვ-ფარცხალაძესაც ედება. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით წაუყენეს, რაც განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა და მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
• „გახარია საქართველოსთვის“: „ოპოზიციური ალიანსის“ ყველა პარტია „ნაცისტია“ - როგორც ოფიციალურად, ასევე დნმ-ის მიხედვით • ირანი ხურავს ჰორმუზის სრუტეს - Reuters • დამსაქმებელთა ასოციაცია მიგრანტ მუშაკთა/უცხოელთა შესახებ ახალ კანონზე • ქართველ მევენახეებს უნივერსიტეტებში FAO-ს ვენახების მართვის ტრენინგები შემოჰყავთ • 2026 წლის თებერვალში საქართველოში წლიური ინფლაცია 4,6%-ს აღწევს • მამუკა კაციტაძე: რა ვქნათ, წყალი და ზეთი არ ერევა ერთმანეთს და ვინმეს ფეხის დარტყმით რომ უნდა დაიწყოს, „აქ ვართ და არავინ გცნობთ“, არ გამოვა, ძვირფასო! ალტერნატივა „ლელოს“ გარეშე შეუძლებელია •