თათა ხვედელიანი აშშ სთან ურთიერთობის გადატვირთვისკენ ნაბიჯების გადადგმა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, დელეგაცია მაღალი თანამდებობის პირებისგან შედგებოდა რ...

თათა ხვედელიანი აშშ სთან ურთიერთობის გადატვირთვისკენ ნაბიჯების გადადგმა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, დელეგაცია მაღალი თანამდებობის პირებისგან შედგებოდა რ...

აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვისკენ ნაბიჯების გადადგმა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, დელეგაცია დაკომპლექტებული იქნებოდა მაღალი თანამდებობის პირებისგან - რაიმე მნიშვნელოვან შეხვედრებზე ლაპარაკი არ შეიძლება“, - განაცხადა „საქართველოსთვის“ დეპუტატმა თათა ხვედელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს. მისი თქმით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრები უნდა გამართულიყო აშშ-სთან, მაგრამ „ქართული ოცნების“ გამო ძალიან დიდი პერსპექტივა დაიკარგა. „მნიშვნელოვან შეხვედრებზე ვერ ვისაუბრებთ, გადატვირთვის პოლიტიკაზე ვერ ვისაუბრებთ. ამ შეხვედრებიდან რაიმე შედეგი რომ მოიტანოს, გადატვირთვისკენ გადადგმული ნაბიჯები, ვფიქრობ, ეს დელეგაცია გაცილებით მაღალი რანგის ჩინოვნიკებისგან შედგებოდა. რა თქმა უნდა, კარგია, რომ ეს შეხვედრები იმართება. ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან არა მხოლოდ ასეთი, არამედ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრები უნდა გაიმართოს. მაგალითად, სომხეთისა და აზერბაიჯანის მსგავსი შეხვედრები, სადაც მათი ქვეყნების შესახებ დისკუსიები იმართება პირველი პირების დონეზე, ხოლო ეს ჩვენი გვერდის ავლით ხდება. 5-6 წლის წინ, მაგალითად, გახარიას დროს, საქართველოში ჩამოდიოდნენ აშშ-დან უმაღლესი რანგის ჩინოვნიკები და საუბრობდნენ საქართველოში მშვიდობაზე და საქართველოს სარგებელზე ამ პროცესში. ახლა ჩვენ გვიხარია სენატორებთან შეხვედრები. რა თქმა უნდა, ეს შეხვედრები კარგია, მაგრამ ძალიან დიდი პერსპექტივა გვქონდა, რომელიც დავკარგეთ. ჩვენ ის დავკარგეთ, რადგან მთავრობაში „ოცნება“ გვაქვს“, - განაცხადა ხვედელიანმა. ცნობისთვის: საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით იმყოფება ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.

საქართველოს პარლამენტმა გრანტების მიღების წესსა და წესში საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცასასამართლო პროცესი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა მოიგესპარლამენტი ამტკიცებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც კიდევ უფრო ამკაცრებს გრანტებისა და პოლიტიკური საქმიანობის წესებსძმები მიქაძეების ადვოკატი: კოკა მორგოშიამ დღეს თავისუფალ ნარატიულ ნაწილში ბევრი ილაპარაკა გარემოებებზე, მაგრამ კითხვაზე, ვინ დაადასტურებდა მის ნათქვამს, მისი პასუხი იყო, რომ ან არ ახსოვს, ან არ სურს ახსნა - ეს მის ჩვენებას არასანდო ხდის.ტრამპმა კონგრესს გაუგზავნა წერილი ირანზე თავდასხმების გასამართლებლადთბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სამართალდამცავების საგანგებო მობილიზებაა - სხდომაზე ჯანგველაძის მეგობარი კოკა მორგოშია დაიკითხება.

ENDEKA