საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კვინსის ინსტიტუტის დირექტორს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კვინსის ინსტიტუტის დირექტორს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები კვინსის ინსტიტუტის დირექტორს ანატოლ ლივენს და ინსტიტუტის მკვლევარებს შეხვდნენ. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს აშშ-ის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის სამხრეთ კავკასიის რეგიონთან მიმართებაში. „მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. შეხვედრაზე საუბარი რუსეთ-უკრაინის ომის თემას და ამ მიმართულებით აშშ-ის ადმინისტრაციის მიდგომებს შეეხო. განხილვის თემა საქართველოში მიმდინარე პროცესები იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს უსაფრთხოების პრობლემებს, მათ შორის გარე ჩარევის მცდელობებსა და ფაქტებს. მხარეებმა ასევე განიხილეს შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები და ამ კუთხით აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხედვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. საპარლამენტო დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. მასში ასევე შედიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი „ხალხის ძალაუფლებიდან“ ეკა სეფაშვილი.

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ორ სტრუქტურას „დეზინფორმაციის გამო“რატომ გამოიყვანა მილიარდერმა ივანიშვილმა შვილი საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე?Condor განაახლებს ფრანკფურტი-თბილისის ფრენებს, ყოველდღიური მიმოსვლა 15 ივნისს დაიწყებასაია: ბავშვებზე სექსუალური ძალადობა საქართველოში მრავალი წელია პრობლემად რჩებაირაკლი კობახიძე გაერთიანებულ სამეფოში ახლად დანიშნულ ელჩს ილია დარჩიაშვილს შეხვდა.ზაქრო გვიშიანი: მედიკამენტებთან ერთად დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას ითხოვენ

ENDEKA