ნიკოლოზ სამხარაძე აშშ ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში განვიხილეთ ღირებულების გათანაბრება დავადასტურეთ მზადყოფნა, დავიწ...

ნიკოლოზ სამხარაძე აშშ ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში განვიხილეთ ღირებულების გათანაბრება დავადასტურეთ მზადყოფნა, დავიწ...

ჩემი შეხვედრა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ბ-ნ ჰანრაჰანთან ახლახან დასრულდა. შეხვედრამ ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ინტერესის მრავალი საკითხი, მათ შორის ის ღირებულების გათანაბრება, რომელსაც ჩვენი მთავრობა იზიარებს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ბრენდან ჰანრაჰანთან შეხვედრის შემდეგ. სამხარაძის თქმით, შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებას, რომელიც ორმხრივ სარგებელზე იქნება ორიენტირებული. სამხარაძის შეფასებით, მათ ჰქონდათ „ძალიან საინტერესო და პროდუქტიული დისკუსია“ და ამ საკითხებზე აქტიურ დისკუსიებს მომავალშიც გააგრძელებენ. „ვისაუბრეთ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე და ოკუპაციისგან წარმოშობილ საფრთხეებზე. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ეს მოვლენები საქართველოს უსაფრთხოებაზე. ჩვენ განვიხილეთ შუა დერეფნის, მათ შორის ტრამპის მარშრუტის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები და აღვნიშნეთ, რომ მივესალმებით ტრამპის მარშრუტის განხორციელებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ის არ არის შუა დერეფნისა და საქართველოს მარშრუტის ალტერნატივა - პირიქით, ეს არის დამატებითი ფაქტორი. ასევე განვიხილეთ საქართველოში ამერიკული კომპანიების ინვესტიციები და რაც მთავარია, ვისაუბრეთ ახალ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე. ჩვენ დავადასტურეთ მზადყოფნა დავიწყოთ მუშაობა ახალ შეთანხმებაზე, რომელიც მიმართული იქნება ორმხრივი სარგებლის მისაღწევად და გამოვყავით მრავალი თემა, რომელიც ამ პარტნიორობას კიდევ უფრო გაამყარებს. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო და პროდუქტიული დისკუსია და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ საკითხების აქტიურ განხილვას“, - აღნიშნა სამხარაძემ.

ირანი ხურავს ჰორმუზის სრუტეს - Reutersქართველი ბიზნესმენი საქართველოს მოქალაქეებს ომანიდან თბილისის მიმართულებით უფასო კერძო რეისს სთავაზობსსაბერძნეთში კრეტაზე მდებარე აშშ-ს საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ქართველი მამაკაცი დააკავესსაქართველო ამაყობს სამხრეთ გაზის დერეფანში მონაწილეობით - მარიამ ქვრივიშვილინიკოლ ფაშინიანი საქართველოში ჩამოვიდაზურაბიშვილი მიესალმება „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნას

ENDEKA