ნიკოლ ფაშინიანი დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი საქართველოს დახმარებითა და ხელშეწყობით აშენებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს ეს ნამდვილად საამაყო ...
საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მრავალწლიანი ტრადიციიდან გამომდინარე, ღრმავდება ეკონომიკური ურთიერთობები. სომეხი ტურისტებისთვის საქართველო იყო, არის და დარჩება ყველაზე საყვარელ ადგილად დასვენებისა და სტუმრობისთვის“, - განაცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე. მან ისაუბრა საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და აღნიშნა, რომ იზრდება სომხეთიდან საქართველოდან ტურისტების რაოდენობაც. „მე მაქვს პატივი კიდევ ერთ შეხვედრაზე ვიყო. ამ ფორმატს სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მე-15 სხდომა ეწოდება. რადგან მე-15-ია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი აღქმით ეს ურთიერთობები ვითარდება. ჩვენი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ასპექტია კიდევ უფრო უკეთესი ეკონომიკური შედეგების მიღწევა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეს განვიხილეთ ეკონომიკური, ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგი. გვქონდა დისკუსია სხვადასხვა საკითხზე. ჩვენ ასევე ვნახეთ, სად გვაქვს თანამშრომლობის განვითარების ყველაზე დიდი პოტენციალი. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, ამ ხნის განმავლობაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვგრძნობთ და ვხედავთ. დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი საქართველოს დახმარებითა და ხელშეწყობით აშენებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს; ეს ნამდვილად საამაყო სიახლეა და მადლობას გიხდით ამ ღირებული წვლილისთვის. საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მრავალწლიანი ტრადიციიდან გამომდინარე, ღრმავდება ეკონომიკური ურთიერთობები. სომეხი ტურისტებისთვის საქართველო იყო, არის და დარჩება ყველაზე საყვარელ ადგილად დასვენებისა და სტუმრობისთვის. იზრდება სომხეთიდან საქართველოდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობაც. ჩვენ კმაყოფილი ვართ ამ მზარდი ტენდენციით. ეს ურთიერთობები მნიშვნელოვანია, რაც ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი აქტიური პოლიტიკური მეგობრობა აისახება ხალხთა ურთიერთობაზე კულტურის, სპორტისა და ეკონომიკის სფეროებში“, - განაცხადა ფაშინიანმა.
• არაყჩი: სასტუმროებში აშშ-ის ჯარები თავდასხმის ლეგიტიმური სამიზნეა • კობახიძე: სომხეთთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია • ბოჭორიშვილი: საქართველო მზად არის სუფთა ფურცლით განაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან • ირანის ელჩი საქართველოში - ირანი არ არის ის ქვეყანა, რომელიც შეიძლება სუსტად ჩაითვალოს ან ადვილად აღვიქვათ ქვეყნად, რომელიც ომმა შეიძლება ძალიან მალე დააჩოქოს - ტრამპი გაუთავებელ ომში აღმოჩნდა • ფაშინიანმა და კობახიძემ სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილეს • თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ის საქართველოში ერ-რიადიდან სტამბოლის გავლით ბრუნდება •