ქვემო ქართლში ნარკოდანაშაულისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის მარნეულის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1963 წელს დაბადებული ვ.ი. პოლიციამ ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი და დამხმარე შენობების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ და „გამშრალი მარიხუანა“ ამოიღო. გამოძიებას აწარმოებს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
• საბერძნეთში აშშ-ის საზღვაო ბაზაზე კრეტაზე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. • რუსეთის მოქალაქემ საქართველოში კანაფი მოიყვანა • ოპოზიციური პარტიების ალიანსმა შეთანხმების პრინციპებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა. • სასამართლო პროცესი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა მოიგეს • დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ახლო აღმოსავლეთიდან სპეციალური რეისი განხორციელდება • ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმებისთვის რუსული დრონების ტაქტიკა გამოიყენა. •