კობახიძე გვინდა ხაზი გავუსვათ ჩვენს მზადყოფნას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის

კობახიძე გვინდა ხაზი გავუსვათ ჩვენს მზადყოფნას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის

ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ ჩვენს ერთგულებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის. საქართველო ამ მიმართულებით ძალისხმევას არ დაიშურებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. კობახიძემ მადლობა გადაუხადა ნიკოლ ფაშინიანს საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის. „მოხარული ვართ, რომ რეგიონში ძალიან პოზიტიური დინამიკაა თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. ჩვენ ასევე ავღნიშნეთ დღეს სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაზე, რომ ხელი მოეწერა ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ამ კონტექსტში, ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ ჩვენს მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში. საქართველო ამ მიმართულებით ძალისხმევას არ დაიშურებს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ განსაკუთრებულ პარტნიორობას. ეს პარტნიორობა, მეგობრობა და თანამშრომლობა მართლაც სამაგალითოა და ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების წინაშე, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს თანამშრომლობა და მეგობრობა. დასასრულს, მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის განვითარებაში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ბოკერია: „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანა არის მშვიდობიანი პროტესტი იმდენად, რამდენადაც ის აიძულებს რეჟიმს დათმოს ხელისუფლებასასამართლო პროცესი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა მოიგეს2026 წლის თებერვალში საქართველოს წლიურმა ინფლაციამ 4,6% შეადგინავინც ამბობს, რომ "ნაცი" სირცხვილია, ერთი-ორი სიტყვა დაამატე შენზე "ქოცი" - არ მაქვს ამნეზია, დებო და ძმებო, მაქვს მოთმინება და საღი აზრი.ქართველ მევენახეებს უნივერსიტეტებში FAO-ს ვენახების მართვის ტრენინგები შემოჰყავთფაშინიანი: სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს საქართველოს დახმარებითა და დახმარებით

ENDEKA