ირაკლი კობახიძე ჩვენს ირგვლივ საკმაოდ რთული ვითარების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება არსებობს შემდგომი პოტე...

ირაკლი კობახიძე ჩვენს ირგვლივ საკმაოდ რთული ვითარების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება არსებობს შემდგომი პოტე...

ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ვითარება შეიქმნა ჩვენს ირგვლივ, განსაკუთრებით ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება. თანამშრომლობის მაღალი დონის მიუხედავად, არსებობს შემდგომი პოტენციალი ამ თანამშრომლობის ყველა მიმართულებით განვითარებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივ ბრიფინგზე. მისი თქმით, საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში. „დღეს გაიმართა საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მე-15 სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ შესაბამისი მთავრობების წარმომადგენლები და მინისტრები. ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე. ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს ისტორიული მეგობრობა აკავშირებს. ეს საფუძვლად უდევს სომხეთსა და საქართველოს შორის დამყარებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. რა თქმა უნდა, მოხარული ვართ, რომ გვაქვს მაღალი დონის თანამშრომლობა, მაგრამ არსებობს მუდმივი ინტერესი ორ ქვეყანას შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა და ტრადიციული მეგობრობის შემდგომი გაღრმავების მიმართ. ეს თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებს. მინდა მადლობა გადავუხადო სომხეთს ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისთვის და პატივისცემისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გამოვხატო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. დღევანდელ კომისიის სხდომაზე ასევე მადლობა გადავუხადე ჩვენს მეგობრებს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის. დღეს ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხები, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობას. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიუხედავად თანამშრომლობის მაღალი დონისა, არსებობს შემდგომი პოტენციალი ამ თანამშრომლობის განვითარების ყველა მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორობა. სავაჭრო ბრუნვის მხრივ, სომხეთი საქართველოს ტოპ პარტნიორთა ათეულშია. რაც შეეხება ტურიზმსა და ვიზიტორებს, სომხეთი ამ მხრივ პირველ სამეულშია. ბუნებრივია, თანამშრომლობის ეს ასპექტი ჩვენთვის ძალიან ღირებულია. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებს შორის სულ უფრო იზრდება ინტერესი სომხეთში ტურისტული ვიზიტით. ჩვენ მოხარული ვართ რეგიონში თანამშრომლობის განვითარების ძალიან პოზიტიური დინამიკით. მოხარული ვართ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა. ეს პოზიტიური ტენდენციები ქმნის კარგ საფუძველს ყველა ჩვენგანისთვის, რომ ერთობლივად ვიზრუნოთ ჩვენს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე და ჩვენს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაზე. ამ კონტექსტში, ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ ჩვენს მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს. მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის გამორჩეულ პარტნიორობას. ეს პარტნიორობა, მეგობრობა და თანამშრომლობა ნამდვილად სამაგალითოა და შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი ქვეყნების და ხალხების წინაშე, გავაკეთოთ მაქსიმუმი ამ თანამშრომლობისა და მეგობრობის შემდგომი გაღრმავების მიზნით“, - განაცხადა კობახიძემ.

ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - ბადაგონის ღვინოები მუნდუს ვინის კონკურსზე 5 ოქროს მედლით დაჯილდოვდნენ.დემნა გვასალიამ Gucci-ში პირველი კოლექცია წარადგინაარაყჩი: სასტუმროებში აშშ-ის ჯარები თავდასხმის ლეგიტიმური სამიზნეასაფრანგეთმა და გერმანიამ ბირთვული იარაღის საკითხებზე საკოორდინაციო ჯგუფი შექმნეს.საქართველო ამაყობს სამხრეთ გაზის დერეფანში მონაწილეობით - მარიამ ქვრივიშვილითბილისში საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა გაიმართა

ENDEKA