გიორგი შარაშიძე ლევან მაჭავარიანს ბატონო ლევან, თქვენ ძალიან ცდილობთ დაგვაწებოთ და დაგვაკეროთ თქვენს ნაციონალურ მოძრაობაზე , მაგრამ არ გამოდის და არ გ...
„ბატონო ლევან, ძალიან ცდილობთ დაგვიწებოთ და დაგვაკეროთ თქვენს „ნაციონალურ მოძრაობაზე“, მაგრამ არ გამოდის და არ გამოდის. ჩემი რჩევაა, ნუ დაკარგავთ ამდენ ენერგიას“, - უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატ ლევან მაჭავარიანს დეპუტატმა „საქართველოსთვის“ გიორგი შარაშიძემ. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ „საქართველოსთვის“ „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ იმიტომ უნდა მიაწებოს, რომ მისი გუნდი ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია მმართველი პარტიის დამარცხება. შარაშიძემ მოუწოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, არ ინერვიულონ მისი პარტიის პროცენტებზე. „ბატონო ლევან, ძალიან ცდილობთ დაგვაწებოთ და გაგვაკეროთ თქვენს „ნაციონალურ მოძრაობაზე“, მაგრამ არ გამოდის და არ გამოდის. ჩემი რჩევაა, ნუ დახარჯავთ ამდენ ენერგიას. ძალიან გინდათ ჩვენი წებოვნება და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ შეკერვა, რადგან ერთადერთი, რაც ისწავლეთ ამ წლების განმავლობაში, არის ის, თუ როგორ უნდა გაიმარჯვოთ მათ წინააღმდეგ რეალურად. ამიტომ გინდათ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დაგვაწებოთ, რადგან იცით, რომ მთავარი ოპონენტი, რომელსაც შეუძლია საკუთარი ამომრჩევლის მოგება, დარწმუნება, რომ თქვენი მოღალატური ქმედებებისა და ძალადობის გამო ხმას ვეღარ მოგცემენ, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდია. სწორედ ეს გაწუხებთ. ჩვენ ბევრ პროცენტს ავიღებთ და კიდევ ბევრ ადამიანს მოვიგებთ - და ამას ნახავთ. თქვენ უბრალოდ ასე განაგრძობთ ქვეყნის ღალატს და ვნახოთ ვინ რამდენ პროცენტს მიიღებს. გთხოვთ, ნუ ინერვიულებთ ჩვენს პროცენტებზე!” განაცხადა შარაშიძემ. ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ გარე ძალები ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობისგან“ „ლელოს“ და „საქართველოსთვის“ ჩამოშორებას. მისივე თქმით, „საქართველოსთვის“ „ნაციონალურ მოძრაობას“ 2021 წლიდან პარტნიორობს და 4 მუნიციპალიტეტში კოალიცია ჰქონდა შექმნილი.
• საქართველო ამაყობს სამხრეთ გაზის დერეფანში მონაწილეობით - მარიამ ქვრივიშვილი • ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - ბადაგონის ღვინოები მუნდუს ვინის კონკურსზე 5 ოქროს მედლით დაჯილდოვდნენ. • ქვემო ქართლში ნარკოდანაშაულისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს • კობახიძე: გვინდა ხაზი გავუსვათ ჩვენს მზადყოფნას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის • თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე: ეს რადიკალები რეალურად არასოდეს ყოფილან გახლეჩილი; მათმა ბატონებმა უბრალოდ შეცვალეს კონფიგურაცია და ახლა მათ გააერთიანეს ისინი • კოკა მორგოშია: ლევან ჯანგველაძემ მითხრა, რომ ოთარ ფარცხალაძეს „ბევრი ღელვა“ ჰქონდა - ფარცხალაძის გარეშე ქალაქში არაფერი მომხდარა; მას თბილისის ქუჩები გადასცეს, საბაჟო მას ეკუთვნოდა, პროკურატურაც, პოლიციაც. •