ძმები მიქაძეების ადვოკატი კოკა მორგოშიამ დღეს თავისუფალ ნარატიულ ნაწილში ბევრი ილაპარაკა გარემოებებზე, მაგრამ კითხვაზე, ვინ დაადასტურებდა მის ნათქვამს...
„კოკა მორგოშიამ განაცხადა, რომ მას აქვს პირადი ინტერესები, პირადი გადაკვეთები და კონფლიქტები ოთარ ფარცხალაძესთან“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები მიქაძეების ადვოკატმა შორენა ნიქაბაძემ. მისი თქმით, კოკა მორგოშიამ დღეს თავისუფალ ნარატიულ ნაწილში ბევრი ისაუბრა გარემოებებზე, თუმცა კითხვებზე კონკრეტული პასუხი არ გასცა. „კოკა მორგოშიამ დღეს სასამართლოში მოტივებზე ისაუბრა. ამ განცხადებაში მან თქვა, რომ აქვს საკუთარი პირადი ინტერესები, პირადი გადაკვეთები და კონფლიქტები ოთარ ფარცხალაძესთან, რის გამოც ჩვენ, დაცვის მხარეს გვაქვს შთაბეჭდილება, რომ სასამართლოში მის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები წარმოადგენს სწორედ ამ კონფლიქტის შედეგად გადადგმულ ნაბიჯებს და არ აქვს რეალური კავშირი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან. კოკა მორგოშიამ დღეს თავისუფალ ნარატიულ ნაწილში ბევრი ილაპარაკა გარემოებებზე, მაგრამ იმ მომენტში, როცა დაისვა კითხვა, ვის შეეძლო მისი ნათქვამის დადასტურება - ნეიტრალური, ობიექტური მოწმე - მისი პასუხი იყო, რომ ან არ ახსოვს, არ იცის, ან არ სურს ამის შესახებ რაიმე ახსნა-განმარტების გაკეთება, რაც ბუნებრივია მის ჩვენებას არასანდო ხდის. იმიტომ, რომ ერთის მხრივ ის გარდაცვლილ ლევან ჯანგველაძეს გულისხმობს, რომელთანაც, სამწუხაროდ, ბუნებრივია, ამ გარემოებების შემოწმება შეუძლებელია, მეორე მხრივ კი ისეთ ადამიანებზე, რომელთა ვინაობა არც გამოძიებამ და არც ჩვენთვის დღეს უცნობია“, - განაცხადა შორენა ნიქაბაძემ. ცნობისთვის: გამოძიება ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ედავება. ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით და ანაზღაურებით, ასევე გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის გელა უძიულაური ნასამართლევია და სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ამავე საქმის ფარგლებში ბრალი ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ რომანოვ-ფარცხალაძესაც ედება. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით წაუყენეს, რაც განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.
• ტრამპმა კონგრესს გაუგზავნა წერილი ირანზე თავდასხმების გასამართლებლად • თამარ ბაგრატიონმა პატიმარ ქალებს დედის დღე მიულოცა • როგორ ხდება ქართული მეღვინეობის სუბსიდირება და რატომ იზრდება ღვინის ექსპორტი რუსეთში? • მორგოშია: ლევან ჯანგველაძემ განაცხადა, რომ ფარცხალაძე აკონტროლებს თბილისის ქუჩებს, საბაჟოებს, პროკურატურას, პოლიციას. • საქართველოს პარლამენტმა გრანტების მიღების წესსა და წესში საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა • გიორგი შარაშიძე ლევან მაჭავარიანს: ბატონო ლევან, თქვენ ძალიან ცდილობთ დაგვაწებოთ და დაგვაკეროთ თქვენს „ნაციონალურ მოძრაობაზე“, მაგრამ არ გამოდის და არ გამოდის - ჩემი რჩევაა, ამდენ ენერგიას ნუ დაკარგავთ •