ახლო აღმოსავლეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველი სპეციალური რეისი ომანის დედაქალაქიდან განხორციელდა

ახლო აღმოსავლეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველი სპეციალური რეისი ომანის დედაქალაქიდან განხორციელდა

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეს პირველი სპეციალური რეისი განხორციელდა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც შესაბამისი ავიაკომპანიები ვერ უზრუნველყოფენ დროულად. კერძოდ, რეისი ომანის სასულთნოს დედაქალაქიდან - მუსკატიდან თბილისის მიმართულებით განხორციელდა. დღესვე განხორციელდება სპეციალური რეისი საუდის არაბეთის დედაქალაქიდან თბილისის მიმართულებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური რეისების მუშაობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვით გამოწვეული შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სპეციალური რეისები განხორციელდება იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნებას შესაბამისი ავიაკომპანიები ვერ უზრუნველყოფენ დროულად. სამინისტროს ცნობით, სამშობლოში დაბრუნების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს.

დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ახლო აღმოსავლეთიდან სპეციალური რეისი განხორციელდებათბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ის საქართველოში ერ-რიადიდან სტამბოლის გავლით ბრუნდებაფაშინიანმა და კობახიძემ სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილესევროპის საბჭოს პლატფორმა: საქართველოში მედიის მდგომარეობა გაუარესდა რეპრესიული კანონების გამორუსეთმა ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ირანის ატომურ ჩინოვნიკებთან კონტაქტი დაკარგაირანის ელჩი საქართველოში - ირანი არ არის ის ქვეყანა, რომელიც შეიძლება სუსტად ჩაითვალოს ან ადვილად აღვიქვათ ქვეყნად, რომელიც ომმა შეიძლება ძალიან მალე დააჩოქოს - ტრამპი გაუთავებელ ომში აღმოჩნდა

ENDEKA