ისრაელის ელჩი საქართველოში მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა
ისრაელის ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაია საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ რადიო თავისუფლებას საელჩომ აცნობა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერ არ ავრცელებს. ცნობისთვის, ვალიდ აბუ ჰაიამ გუშინ განაცხადა, რომ ირანში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრა სურდა. „საქართველოში ახლა რამდენიმე ათასი ისრაელია, მათ მოსწონთ აქ ყოფნა. დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან შეშფოთებულნი არიან იმით, რაც ხდება მათ სამშობლოში, მაგრამ ახლა ისრაელის ცა დაკეტილია და როცა ფრენები განახლდება, ჩვენ მათზე ვიზრუნებთ, ისრაელში არიან საქართველოს მოქალაქეები და მინდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ყველას, ვინც ისრაელში იმყოფება. სამინისტრო იერუსალიმში, თუ რამე დასჭირდებათ, მაქსიმალურ დახმარებას მიიღებენ. განვითარებული მოვლენების ფონზე, მინდა შევხვდე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში. გარდა ამისა, გუშინ საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა „სამძიმარს უცხადებს ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარ მოქმედებებს ყველაზე მეტი ადამიანი შეეწირა, მათ შორის უზენაესი ლიდერი, სხვა პოლიტიკური ლიდერები, მრავალი უდანაშაულო ადამიანი და ათობით ბავშვი. მთავრობა ასევე სამძიმარს უცხადებს მეგობარ ებრაელ ხალხს“. „საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველო გამორჩეული პარტნიორობით სარგებლობს. გამოვთქვამთ იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა აღდგება, რისთვისაც სამხედრო მოქმედებები დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგით უნდა შეიცვალოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
• დღეს დიდი პარასკევია • ენდრო სააღდგომო კვერცხების ტრადიციული საღებავია საქართველოში • ზემო ლარსი კვლავ ღიაა ყველა სახის ტრანსპორტისთვის • ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდში შევიდა • 21 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ • საქართველოში აგრძელებენ ტერიტორიების რეგისტრაციას სწორედ ზღვაში •