საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დროული დაბრუნების უზრუნველყოფა შესაბამისი ა...
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც საჰაერო სივრცის დაკეტვის გამო ვერ ახერხებენ საქართველოში დაბრუნებას, სპეციალური რეისები განხორციელდება. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლიერებას გამოხატავს არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და კატარის სახელმწიფოს მიმართ გაწეული მხარდაჭერისა და ზრუნვისთვის, რომელიც მათ საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოხატეს. საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო რამდენიმე ქვეყნის საჰაერო სივრცის დაკეტვით გამოწვეული მგზავრობის შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დროული დაბრუნების უზრუნველყოფა შესაბამისი ავიაკომპანიების მიერ შეუძლებელია, სპეციალური რეისები განხორციელდება: 🇴🇲 მასკატი (ომანის სასულთნო) - თბილისი (საქართველო) 03.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დრო) 05.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დრო) ერ-რიადი (საუდის არაბეთი) - თბილისი (საქართველო) 04.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით) საქართველოში მოგზაურობის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ შესაბამის საელჩოებს: საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (აბუ დაბი): ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335 ტელეფონი: +971 2 553 36 83 ელ. ფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა): ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071 ტელეფონი: +974 44 739 499 ელ. ფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge ასევე ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატოთ არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და კატარის სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და ზრუნვისთვის“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
• საქართველოში მსჯავრდებული რუსი ოთხი დღით ანტისანიტარიულ საკანში გადაიყვანეს. • ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ჩამოვიდა • სადახლოს გამშვებ პუნქტზე 125 ლიტრი თხევადი მეტამფეტამინი ამოიღეს - ირანის მოქალაქე დააკავეს. • ვინც ამბობს, რომ "ნაცი" სირცხვილია, ერთი-ორი სიტყვა დაამატე შენზე "ქოცი" - არ მაქვს ამნეზია, დებო და ძმებო, მაქვს მოთმინება და საღი აზრი. • საქართველოში მცხოვრებმა ირანელებმა აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამოაცხადეს • გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე - ზურაბიშვილი დაკარგულია, როგორც დემონტაჟული ნაწილებისგან შექმნილი მანქანის მძღოლი - მინდა ამ მანქანაში ვნახო, მაგრამ რამდენიმე მეტრის გადაადგილების შემდეგ ისევ აღმოჩნდებიან, საიდანაც სავარაუდოდ მოვიდნენ. •