ოპოზიციური პარტიების ალიანსმა შეთანხმების პრინციპებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა.

ოპოზიციური პარტიების ალიანსმა შეთანხმების პრინციპებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა.

ოპოზიციური პარტიების ალიანსმა შეთანხმების პრინციპებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეთანხმების მიზანია ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა და დემოკრატიული მმართველობის, ეროვნული უსაფრთხოებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ალიანსი რამდენიმე ძირითად პრინციპს ეფუძნება. მათ შორისაა „ერთიანობა ერთგვაროვნების გარეშე“, რაც გულისხმობს, რომ ალიანსში შემავალი პარტიები ინარჩუნებენ საკუთარ იდეოლოგიურ იდენტობას, ერთიან საპროტესტო და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე შეთანხმდნენ. მათი თქმით, ალიანსის მიზანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებისთვის აჩვენოს, რომ ისინი წარმოადგენენ „დემოკრატიულ ალტერნატივას ივანიშვილის ოლიგარქიული და ავტოკრატიული რეჟიმისთვის“. დოკუმენტის თანახმად, მონაწილე პარტიები ასევე თანხმდებიან ქცევის კოდექსზე, რომელიც არეგულირებს ხელმომწერებს შორის ურთიერთქმედების წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისთვის. „დღეს ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების ალიანსი, ვეთანხმებით საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებს და ვაცხადებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გავათავისუფლებთ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმისგან, აღვადგენთ ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს და უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ მმართველობას, სახელმწიფო უსაფრთხოებას და ქართველი ხალხის კეთილდღეობას. ჩვენი შეთანხმება ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ერთიანობა ერთგვაროვნების გარეშე: ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ თავიანთ იდეოლოგიურ იდენტობას, მაგრამ თანხმდებიან ერთიან საპროტესტო აქციებსა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ ივანიშვილის ოლიგარქიული და ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიული ალტერნატივა როგორც ქვეყნის შიგნით, ქართველი ხალხისთვის, ასევე საერთაშორისო დონეზე, საქართველოს მოკავშირეებისთვის. დემოკრატიული ალტერნატივა: პარტიები თანხმდებიან, რომ ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხება მხოლოდ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული დემოკრატიული ალტერნატივით შეიძლება. ჩვენ გვჯერა, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ ალიანსის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების პროცესი ეფუძნებოდეს მონაწილეთა თანასწორობის პრინციპს და მათი ნების თავისუფალ გამოხატვას, გარე გავლენისგან თავისუფალს. პოლიტიკური და სოციალური კონსენსუსი: ჩვენი მიზანია ფართო პოლიტიკური და სოციალური კონსენსუსის მიღწევა საზოგადოების აქტიური მონაწილეობით, რათა „დაამარცხოს ივანიშვილის რეჟიმი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით და ჩამოაყალიბოს დემოკრატიული კოალიციური მთავრობა, რომელიც განახორციელებს აუცილებელ რეფორმებს. შეთანხმებაში მონაწილე პარტიები ასევე თანხმდებიან ქცევის კოდექსზე, რომელიც არეგულირებს ხელმომწერებს შორის ურთიერთქმედების წესებს და განსაზღვრავს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისთვის. ოპოზიციური ალიანსი ბოლომდე იბრძოლებს - სანამ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გამარჯვება არ მოხდება“, - ნათქვამია ოპოზიციური ალიანსის განცხადებაში.

ირანი ხურავს ჰორმუზის სრუტეს - Reutersსააკაშვილი ოპოზიციის ნაწილის ერთიანობაზე: მე ამ საკითხში ვარ ჩართულიაშშ-მ ახლო აღმოსავლეთში ომის შედეგად დაჭრილი ჯარისკაცების რაოდენობა გამოაცხადა.სასამართლო პროცესი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა მოიგეს„ოპოზიციური პარტიების ალიანსი“ შეთანხმების პრინციპებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.საქართველოს 122 მოქალაქე ომანიდან სამშობლოში კერძო თვითმფრინავებით უკვე გაფრინდა

ENDEKA