ისრაელის ელჩი განვითარებული მოვლენების ფონზე, მაქვს სურვილი, შევხვდე საქართველოს მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებს

ისრაელის ელჩი განვითარებული მოვლენების ფონზე, მაქვს სურვილი, შევხვდე საქართველოს მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებს

„მოვლენების განვითარების ფონზე, მაქვს სურვილი, შევხვდე საქართველოს მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებს“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ ვალიდ აბუ ჰაიამმა. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა მალე გაიმართება. „ამჟამად საქართველოში რამდენიმე ათასი ისრაელელი იმყოფება და მათ აქ ყოფნა მოსწონთ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ძალიან შეშფოთებულნი არიან იმით, რაც მათ სამშობლოში ხდება, მაგრამ ამჟამად ისრაელის საჰაერო სივრცე დაკეტილია. როდესაც ფრენები განახლდება, ჩვენ მათზე ვიზრუნებთ. ისრაელში საქართველოს მოქალაქეებიც არიან და მინდა, რომ მათ იცოდნენ, რომ ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ყველას, ვინც ისრაელში იმყოფება. ჩვენ კონტაქტზე ვართ საქართველოს საელჩოსთან თელ-ავივში, მათ ასევე აქვთ კომუნიკაცია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იერუსალიმში. თუ რამე დასჭირდებათ, მაქსიმალურ დახმარებას მიიღებენ. მოვლენების განვითარების ფონზე, მაქვს სურვილი, შევხვდე საქართველოს მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებს. ჯერჯერობით მათთან არ შევხვედრივარ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება“, - განუცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში Formula TV-ს.

კავკასიის სამედიცინო ცენტრი: პატრიარქი მასიური კუჭის სისხლდენით შეიყვანეს და კრიტიკულ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.აჭარაში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 80-მდე ადამიანი დააკავეს.ილია მეორე სუნთქვის აპარატზეაბენჟამინ ჰადადი - მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას შეწყვიტოს რეპრესიები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები - საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც ქართულმა ოცნებამ უღალატასაია - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი იწყებს 20 ივნისის საქმეების გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ აღსრულების საკითხის განხილვას.20 ივნისის საქმეზე გადაწყვეტილებების აღსრულება ევროპის საბჭოს გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ გადავიდა.

ENDEKA