ისრაელის ელჩი განვითარებული მოვლენების ფონზე, მაქვს სურვილი, შევხვდე საქართველოს მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებს

ისრაელის ელჩი განვითარებული მოვლენების ფონზე, მაქვს სურვილი, შევხვდე საქართველოს მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებს

„მოვლენების განვითარების ფონზე, მაქვს სურვილი, შევხვდე საქართველოს მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებს“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ ვალიდ აბუ ჰაიამმა. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა მალე გაიმართება. „ამჟამად საქართველოში რამდენიმე ათასი ისრაელელი იმყოფება და მათ აქ ყოფნა მოსწონთ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ძალიან შეშფოთებულნი არიან იმით, რაც მათ სამშობლოში ხდება, მაგრამ ამჟამად ისრაელის საჰაერო სივრცე დაკეტილია. როდესაც ფრენები განახლდება, ჩვენ მათზე ვიზრუნებთ. ისრაელში საქართველოს მოქალაქეებიც არიან და მინდა, რომ მათ იცოდნენ, რომ ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ყველას, ვინც ისრაელში იმყოფება. ჩვენ კონტაქტზე ვართ საქართველოს საელჩოსთან თელ-ავივში, მათ ასევე აქვთ კომუნიკაცია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იერუსალიმში. თუ რამე დასჭირდებათ, მაქსიმალურ დახმარებას მიიღებენ. მოვლენების განვითარების ფონზე, მაქვს სურვილი, შევხვდე საქართველოს მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებს. ჯერჯერობით მათთან არ შევხვედრივარ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება“, - განუცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში Formula TV-ს.

ირანის ელჩი საქართველოში - ირანი არ არის ის ქვეყანა, რომელიც შეიძლება სუსტად ჩაითვალოს ან ადვილად აღვიქვათ ქვეყნად, რომელიც ომმა შეიძლება ძალიან მალე დააჩოქოს - ტრამპი გაუთავებელ ომში აღმოჩნდაეროვნული ბანკი და სავალუტო ფონდი მონეტარული ოპერაციების ჩარჩოს გაძლიერებას განიხილავენევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში: 2025 წელს საქართველოში მდგომარეობა "საგანგაშო ტემპით" გაუარესდამიხეილ სააკაშვილი - დღეს ოპოზიცია იჩენს ერთიანობას, ახლა უნდა გამოიჩინოს ძალა და ერთ-ერთი მიმართულება უნდა იყოს დიქტატურის მიმართ სექტორული სანქციების მოთხოვნა - ამის კომპეტენცია ოპოზიციას ნამდვილად აქვს.„გახარია საქართველოსთვის“ კვლავ გაემიჯნა ოპოზიციურ გაერთიანებასნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ჩამოვიდა

ENDEKA