ირანის საელჩო საქართველოში დაკავებულია ირანის მოქალაქე, რომელმაც საკონსულო განყოფილების ფანჯრის მინა ჩაამსხვრია

ირანის საელჩო საქართველოში დაკავებულია ირანის მოქალაქე, რომელმაც საკონსულო განყოფილების ფანჯრის მინა ჩაამსხვრია

თბილისში, ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილების ერთ-ერთი ფანჯრის მინა ჩამსხვრიეს. ამ ინფორმაციას ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი ავრცელებს. როგორც ელჩი სოციალურ ქსელში წერს, ინციდენტი გუშინ მოხდა. ელჩის განმარტებით, დანაშაულის ჩამდენი უკვე დაკავებულია. „გუშინ ღამით, ერთი უგუნური ირანელის უკანონო ქმედების გამო, საელჩოს საკონსულო განყოფილების ერთ-ერთი ფანჯრის მინა ჩამსხვრიეს. ამ ინციდენტისთანავე, ადგილზე მივიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, იმოქმედა ზუსტად და პროფესიონალურად და დააკავა დამნაშავე. ამის შემდეგ, თბილისის კრიმინალური პოლიცია მივიდა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში, სადაც დაიწყო ზიანის ოდენობის შეფასება კომპენსაციის მიზნით და ამ დამნაშავის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების მიღება. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული პირი ექვსი თვის განმავლობაში დარჩება პატიმრობაში; ჯარიმის გადახდის შემდეგ, იგი დეპორტირებული იქნება საქართველოდან და ჩამოერთმევა ქვეყანაში დაბრუნების უფლება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პასუხისმგებლიანი, მტკიცე და კანონმორჩილი ქმედება იმსახურებს ქებას. ეს პროფესიონალური მიდგომა აშკარად აჩვენებს ქართული ინსტიტუტების ერთგულებას კანონის, დიპლომატიური მისიების უსაფრთხოებისა და საერთაშორისო წესების პატივისცემის მიმართ. როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, გულწრფელ მადლობას ვუხდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სხვა შესაბამისი ინსტიტუტების თანამშრომლების ძალისხმევის, გულმოდგინების, პასუხისმგებლობისა და დროული ქმედებებისთვის. ამ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთპატივისცემისა და ნდობის ნიშნად მივიჩნევ“, - ამის შესახებ ელჩი სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი ლოლაძე: ირანში სამხედრო მიზნების მიღწევა უკვე წარმატებაა; თუ ეს რეჟიმის შეცვლას გამოიწვევს, ეს ბონუსი იქნება - ასევე უნდა ვისაუბროთ შეცვლილ ახლო აღმოსავლეთზე - როგორც ჩანს, რიგი ქვეყნები თვლიან, რომ რეჟიმი დღეს იმდენად სუსტია, რომ უმჯობესია საქმე ბოლომდე მივიყვანოთეროვნული ბანკი და სავალუტო ფონდი მონეტარული ოპერაციების ჩარჩოს გაძლიერებას განიხილავენსაქართველოს ოპოზიციური პარტიები საბოლოო შეთანხმების შესათანხმებლად შეხვედრას გამართავენსაქართველომ ახლო აღმოსავლეთში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე უარი განაცხადა.რა ქონებას ფლობს მიხეილ ყაველაშვილი - შემოსავლებისა და ქონების დეკლარაციაზურაბიშვილი მიესალმება „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნას

ENDEKA