ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. ეროვნული ბანკის ცნობით, დისკუსია ბანკის მონეტარული ოპერაციების ჩარჩოს შემდგომ განვითარებას, კერძოდ, ლიკვიდურობის მართვის ოპერაციებში გამოყენებული უზრუნველყოფის ჩარჩოს გაუმჯობესებასა და მასთან დაკავშირებულ რისკების მართვაზე იყო ორიენტირებული. „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ნაბიჯებს, რომლებიც ხელს უწყობს ლარისა და სახაზინო ვალდებულებების ბაზრებზე ლიკვიდურობის გაუმჯობესებას, ასევე მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის ეფექტურობის გაზრდას, განსაკუთრებით რეპო ბაზრის განვითარების კონტექსტში.“ აღსანიშნავია, რომ 18 თებერვლიდან მოყოლებული, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიამ ინტენსიური და პროდუქტიული შეხვედრები გამართა საქართველოს ეროვნული ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტთან, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, ასევე საპენსიო სააგენტოსა და წამყვანი კომერციული ბანკების სახაზინო სამსახურების ხელმძღვანელებთან. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას ტექნიკური დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეროვნული ბანკი აფასებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობას მონეტარული ოპერაციების ჩარჩოს უწყვეტი გაუმჯობესებისა და ფინანსური სისტემის სტაბილურობის განმტკიცების კუთხით. ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ რეკომენდაციების მიღების შემდეგ, ეროვნული ბანკი, პარტნიორებთან ერთად, შეიმუშავებს პრიორიტეტებს და თანმიმდევრულ სამოქმედო გეგმას. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე და ეროვნული ბანკის სხვადასხვა განყოფილების ხელმძღვანელები“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დღეს ეწვევასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური რეისების დანიშვნის შესახებ განაცხადა.გიორგი ვაშაძე: დღეს ყველას გაერთიანებისკენ გადადგმული პირველი სტრატეგიული ნაბიჯია - დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოებასთან ერთად საბოლოოდ გამარჯვებას მივაღწევთეროვნული ბანკი და სავალუტო ფონდი მონეტარული ოპერაციების ჩარჩოს გაძლიერებას განიხილავენქვემო ქართლში ნარკოდანაშაულისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავესაშშ-მ ახლო აღმოსავლეთში ომის შედეგად დაჭრილი ჯარისკაცების რაოდენობა გამოაცხადა.

ENDEKA