შალვა პაპუაშვილი ულტრალიბერალებისგან გვესმის, რომ ბაზარი არეგულირებს ყველაფერს, მაგრამ რეალურად ასე არ არის, პირიქით თავისუფალ ბაზარს აქვს თავისი ნაკლ...

შალვა პაპუაშვილი ულტრალიბერალებისგან გვესმის, რომ ბაზარი არეგულირებს ყველაფერს, მაგრამ რეალურად ასე არ არის, პირიქით თავისუფალ ბაზარს აქვს თავისი ნაკლ...

ულტრალიბერალებისგან გვესმის, რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ბაზარი ყველაფერს ვერ არეგულირებს და პირიქით, თავისუფალ ბაზარს აქვს თავისი ხარვეზები - მის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კარტელების მსგავსი ტრანზაქციები ან მონოპოლიების გაჩენა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ფასების რეგულირებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თავისუფალ ბაზარს აქვს ხარვეზები და სახელმწიფოს აქვს ხარვეზების გამოსწორების ფუნქცია. „ულტრალიბერალებისგან გვესმის, რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს, მაგრამ რეალურად ასე არ არის. ბაზარი ყველაფერს ვერ არეგულირებს და პირიქით, თავისუფალ ბაზარს აქვს თავისი ნაკლოვანებები - სახელმწიფოს აქვს ამ ხარვეზების გამოსწორების ფუნქცია. ინტენსიური მუშაობა, ყველაფერი იქნება საჯარო, ჩაერთვებიან ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე მოვუსმენთ ექსპერტულ მოსაზრებებს, ჩვენ ყველანი ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას - როგორ მოვიქცეთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ბათუმის ბულვარზე ნაპირზე ობიექტების დემონტაჟი გრძელდებალატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკანონმდებლო პაკეტის გამოგიორგი შარაშიძე სალომე ზურაბიშვილზე: ღალატია, როცა ბრძოლის ველს ტოვებ - ფაქტობრივად, 12 კაცი ვაკეთებთ მთელი ოპოზიციის საქმესალან გაგლოევმა და ბადრა გუნბამ აფხაზეთში დრონების საკითხი განიხილესNAP იწყებს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის განხორციელებას 2026 წლისთვისსამადაშვილი: „ქართული ოცნება“ სწრაფად ემსგავსება ჭაობში ჩავარდნილს

ENDEKA