შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში მოცემულია მამუკა მდინარაძის აშშ ში ვიზიტის მიზანი, საფუძველი და შინაარსი ვიზიტი ეხებო...
საქმიანი ურთიერთობები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის გრძელდება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, თუ რა იყო ვიზიტის მიზანი, საფუძველი და შინაარსი. ვიზიტი უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობას ეხებოდა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით. მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს. ჩვენ ვამბობდით, რომ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის საქმიანი ურთიერთობები გრძელდება. კითხვაზე, განიხილეს თუ არა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის საკითხი მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტის დროს, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ „ვიზიტის მიზანი, საფუძველი და შინაარსი მოცემულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში“. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, თუ რა იყო ვიზიტის მიზანი, საფუძველი და შინაარსი. ვიზიტი ეხებოდა უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობას, განსაკუთრებით რეგიონის გამოწვევების გათვალისწინებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ორივე ქვეყნის ინტერესების განხორციელება უსაფრთხოების კუთხით. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე კოლეგების მიწვევით 7-10 თებერვალს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. უწყების ცნობით, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
• დასავლეთი საქართველოს სთავაზობს საწვავის აკრძალვას რუსეთიდან • ფაშინიანმა და კობახიძემ ერევანსა და თბილისს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს • ალი ლარიჯანი: ხამენეის წამება ძვირად დაგიჯდებათ • ტრამპმა კონგრესს გაუგზავნა წერილი ირანზე თავდასხმების გასამართლებლად • კახაბერ კვაჭანტირაძე: ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, პატივია პოლიტიკურ საქმეში ბრალდებული - მივესალმები პოლიტიკური სუბიექტების გაერთიანებას; ფსევდოოპოზიციად მიჩნეულებს ვაძლევ: თქვენ ლუსტრირებულები ხართ, ბატონებო! • საქართველოს 122 მოქალაქე ომანიდან სამშობლოში კერძო თვითმფრინავებით უკვე გაფრინდა •