შალვა პაპუაშვილი ქართველი ხალხის მეგობრობა სიტყვებით არ იზომება მეგობრობა ძლიერდება პასუხისმგებლობით, ქართველი ხალხის სუვერენიტეტისა და კონსტიტუციური ...

შალვა პაპუაშვილი ქართველი ხალხის მეგობრობა სიტყვებით არ იზომება მეგობრობა ძლიერდება პასუხისმგებლობით, ქართველი ხალხის სუვერენიტეტისა და კონსტიტუციური ...

„შვედეთი რჩება ქართველი ხალხის მეგობრად“, - ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ეს განცხადება იმავე მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის, რომლის წარმომადგენელმა საჯაროდ მოუწოდა ქართველ რადიკალებს „მაიდანის“ მოწყობისკენ, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ამ მოწოდებიდან რამდენიმე დღეში „მოლოტოვის კოქტეილებით“ და პიროტექნიკით შეიარაღებულმა მოძალადეებმა საქართველოს პარლამენტის შენობის გადაწვა სცადეს. „შვედეთი რჩება ქართველი ხალხის მეგობრად“, - ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ეს განცხადება ეკუთვნის ამავე ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლის წარმომადგენელმაც საჯაროდ მოუწოდა ქართველ რადიკალებს „მაიდანის“ მოწყობისა. ამ მოწოდებიდან რამდენიმე დღეში მოლოტოვის კოქტეილებითა და პიროტექნიკით შეიარაღებულმა მოძალადეებმა სცადეს საქართველოს პარლამენტის შენობის გადაწვა, თავს დაესხნენ ათეულობით პოლიციელს და მძიმედ დაჭრეს, რის შედეგადაც ერთ-ერთმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა. ამ ფონზე, საქართველოს შესახებ მორიგი დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, ბევრად უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ შვედეთის ხელისუფლება ჯერ განემარტა „მოწოდება მაიდანზე“ და გამოეხატა სინანული საკუთარი წარმომადგენლის ამ უპასუხისმგებლო და ბოროტი საქციელის გამო. „ქართველი ხალხის მეგობრობა“ სიტყვებით არ იზომება. მეგობრობას ამყარებს პასუხისმგებლობა, ქართველი ხალხის სუვერენიტეტისა და კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემა. ძალადობრივი სცენარების გაღვივება და მათი შემდგომი გამართლება ერთია, მეგობრობა მეორე. მათ შორის დიდი განსხვავებაა“, - წერს პაპუაშვილი.

პატრიარქი კირილე საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებას გლოვობსმომხსენებელი: კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩვენთვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ეკლესიის მეთაურიეპიფანე კიეველი: ილია მეორეს მსოფლიო მართლმადიდებლური მნიშვნელობა ჰქონდაისრაელის საელჩო - ის ფაქტი, რომ აიათოლას რეჟიმმა აირჩია რაკეტების გასროლა წმინდა მუსლიმური დღესასწაულის დროს ისლამისთვის წმინდა ადგილებზე, აჩვენებს მის ცინიკურ უგულებელყოფას რაიმე წმინდასა თუ წმინდას მიმართ.საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობსთურქეთის საელჩო: პატრიარქი ილია მეორე იყო მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების დასაყრდენი

ENDEKA