საქართველოს მთავრობა პლასტმასის ბოთლებში სასმელების რეალიზაციის აკრძალვას ამზადებს

საქართველოს მთავრობა პლასტმასის ბოთლებში სასმელების რეალიზაციის აკრძალვას ამზადებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის თქმით, აკრძალვის ამოქმედება მომავალი წლიდან იგეგმება. მისივე თქმით, გამონაკლისი იქნება ნავთობის რეალიზაცია პლასტმასის ბოთლებში და სასმელი წყლის 10 ლიტრზე მეტი ბოთლში. ასევე, შეზღუდვა არ გავრცელდება ექსპორტირებულ პროდუქტებზე, წერს BM.ge. *ეს არის ქვეყანაში პლასტმასის მოხმარების შემცირების კამპანიის ნაწილი. 1 იანვრიდან საქართველოში შიდა ბაზრისთვის ერთჯერადი პლასტმასის პროდუქციის წარმოება აკრძალულია. პლასტმასის ჭურჭლის წარმოება შესაძლებელია მხოლოდ ექსპორტზე. 1 აპრილიდან სახელმწიფო უწყებებისთვის 3 ლიტრამდე პლასტმასის ჭიქების, კონტეინერებისა და ბოთლების შეძენის აკრძალვა ამოქმედდება. 1 ივლისიდან კი სარგებლობის აკრძალვა გავრცელდება სასტუმროებზე, რესტორნებზე და კაფეებზე.

მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ცხოვრების ღირებულების რეიტინგში თბილისი 399-ე ადგილს იკავებსუზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღოსოფია ხორგუანი უმრავლესობას: დეჟა ვუ მაქვს! - "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ბოლო დღეებია - როგორც კონსტიტუციასა და კანონებს კოსტიუმივით ეცვა მიხეილ სააკაშვილი, თქვენც ასე აკეთებთ!საბერძნეთმა კრეტას სტრატეგიულ საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავაბერდია სიჭინავა: „ჩორჩანას საქმეზე“ სასამართლოში მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ ყოფილ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, დაზვერვის სამსახურის უფროსს და ფინანსთა მინისტრს.ფაშინიანმა საქართველოს მადლობა გადაუხადა ბაქოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში გაწეული დახმარებისთვის

ENDEKA