პაპუაშვილი ეპშტეინის სკანდალის ფონზე ვხედავთ სხვადასხვა პირების გადადგომას ერთმანეთის მიყოლებით
„ეპშტეინის სკანდალის ფონზე, ერთმანეთის მიყოლებით ვხედავთ სხვადასხვა პირების გადადგომას, ამიტომ ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ „ეპშტეინის კუნძულზე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ჟურნალისტმა პაპუაშვილს შეკითხვა დაუსვა: „ჰელსინკის კომისიაში საქართველოს დაგეგმილ განხილვამდე რამდენიმე საათით ადრე ვიგებთ, რომ თავად კომისიაში სკანდალი იფეთქებს. კერძოდ, ჰელსინკის კომისიის ყოფილი მაღალჩინოსანი ამჟამინდელ წევრებს კორუფციულ გარიგებებსა და ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებს FARA-ს კანონის გვერდის ავლით. ის ეპშტეინის სკანდალთან დაკავშირებულ კონკრეტულ პირებზეც საუბრობს. რაზე მიუთითებს ეს ყველაფერი? პაპუაშვილის თქმით, ჩვენ უკვე ვსაუბრობთ არა ცივილიზაციურ უფსკრულზე, არამედ ადამიანურ უფსკრულზე. „ეპშტეინთან და მის კუნძულთან დაკავშირებით ახლახან გამომჟღავნებული სკანდალის ფონზე, ერთმანეთის მიყოლებით ვხედავთ სხვადასხვა მაღალჩინოსნებისა და დიპლომატების გადადგომას როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპულ ქვეყნებში. რაც ახლა ცხადი ხდება - რომ ჩართული იყო მთელი პოლიტიკური ელიტა, ეს უკვე ცივილიზაციური უფსკრული არ არის, ეს არის ადამიანური უფსკრული, სადაც, როგორც ირკვევა, იყო ჩართული მთელი პოლიტიკური ელიტის, მნიშვნელოვანი ფიგურების დიდი თუ მნიშვნელოვანი ნაწილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
• ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ჩამოვიდა • ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტები აღმოაჩინეს • ქართველი ბიზნესმენი საქართველოს მოქალაქეებს ომანიდან თბილისის მიმართულებით უფასო კერძო რეისს სთავაზობს • საქართველოს რკინიგზაზე მგზავრთა მოძრაობა 2025 წელს 17,3%-ით შემცირდა. • 2026 წლის თებერვალში საქართველოს წლიურმა ინფლაციამ 4,6% შეადგინა • ფაშინიანმა და კობახიძემ სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილეს •