ნიკა გვარამია ციხეს ხვალ დატოვებს
კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ, 12 თებერვალს დატოვებს. მას 8-თვიანი პატიმრობა ეწურება. ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობისთვის 2025 წლის 1 ივლისს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი, რომელიც მან კანონით დადგენილ ვადაში ვერ გადაიხადა. ვადის გასვლის შემდეგ გირაო პატიმრობით შეიცვალა. სასამართლო პროცესს არ დასწრებია და თავად წავიდა რუსთავის საპყრობილეში.
• თბილისის მერიამ დასუფთავების ახალი ტექნიკა თითქმის 3,2 მილიონ დოლარად შეიძინა • თბილისის სამთავრობო ქალაქ არსენალის გორაზე ტენდერი გაუქმდა • უკრაინა უახლესი: რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზი შენარჩუნებულია და დარტყმები ძლიერდება გლობალური კონფლიქტების ესკალაციის გამო • ევროკავშირში საქართველოს ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება ძალაში შევიდა • ADB-მ და თბილისმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს • ბრიტანული გამომცემლობა დათო მაღრაძის პოეზიის კრებულს გამოსცემს •