ქაჯა კალასი ყულევის პორტზე სანქციების მე 20 პაკეტზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება სანამ შეთანხმება არ მოხდება, არაფერი შეთანხმებული იქნება

ქაჯა კალასი ყულევის პორტზე სანქციების მე 20 პაკეტზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება სანამ შეთანხმება არ მოხდება, არაფერი შეთანხმებული იქნება

კონკრეტულ წინადადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან თუ ყველაფერი არ არის შეთანხმებული, არაფერია შეთანხმებული, - განაცხადა კაჯა კალასმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. პასუხი მოჰყვა ჟურნალისტის კითხვას, შედის თუ არა საქართველოში ყულევის პორტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში. „სანქციების მე-20 პაკეტზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება, ჩვენ ბევრი წინადადება გამოვიტანეთ და ასევე ველოდები, რომ G7-ში ვისაუბროთ საზღვაო მომსახურების აკრძალვაზე. ამიტომ კონკრეტულ წინადადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან თუ ყველაფერი არ არის შეთანხმებული, არაფერია შეთანხმებული“, - განაცხადა კალასმა. Sky News-მა და რამდენიმე საერთაშორისო მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი გეგმავს სანქციების დაწესებას მესამე ქვეყნების პორტებზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში. გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც მოიცავს ენერგეტიკის, ფინანსური მომსახურების და ვაჭრობის სექტორებს. პაკეტი მოიცავს სანქციებს მესამე ქვეყნების პორტებზე, კერძოდ, ყულევის პორტებზე საქართველოში და კარიმუნის პორტებზე ინდონეზიაში. ევროკავშირის სანქციების პაკეტი ასევე მოიცავს 42 ნავთობის ხომალდს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტიდან“.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკანონმდებლო პაკეტის გამოთბილისის მერიამ დასუფთავების ახალი ტექნიკა თითქმის 3,2 მილიონ დოლარად შეიძინაIRI-ის გამოკითხვა: სომხების 18% მიიჩნევს საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად, მაგრამ 6% მიიჩნევს საქართველოს მთავარ საფრთხედბათუმის ბულვარზე ნაპირზე ობიექტების დემონტაჟი გრძელდებაევროკომისია დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ: კომისიას შეუძლია გადაწყვიტოს ამ ზომების გავრცელება საქართველოს ყველა მოქალაქეზე - სიტუაციის გამოსწორება დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლებაზეაშშ მოელის საქართველოდან ურთიერთობის გაღრმავებისადმი ერთგულების დემონსტრირებას - სახელმწიფო დეპარტამენტი

ENDEKA