ჰელსინკის კომისია საქართველოში ვითარების შესახებ დღეს ბრიფინგს გამართავს

ჰელსინკის კომისია საქართველოში ვითარების შესახებ დღეს ბრიფინგს გამართავს

აშშ-ის ჰელსინკის კომისია დღეს გამართავს ბრიფინგს თემაზე: „ქართული ოცნების მზარდი დარბევა განსხვავებული აზრის მიმართ“. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჰელსინკის კომისია აქვეყნებს. „2024 წლის ოქტომბრიდან ქართულმა ოცნებამ, საქართველოს მმართველმა პარტიამ, ჩააგდო ქვეყანა დამოუკიდებლობის შემდეგ ადამიანის უფლებების ყველაზე უარეს კრიზისში. მათ მიიღეს 20-ზე მეტი ახალი კანონი, რომელიც აფართოებს სახელმწიფო ძალაუფლებას განსხვავებული აზრის ჩასახშობად და სასამართლოს დამოუკიდებლობის ჩამორთმევის მიზნით. დარბევამ მოიცვა სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები და პოლიტიკური ოპოზიცია. ხელისუფლებამ გააყინა ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები, რომლებიც იურიდიულ დახმარებას უწევენ მომიტინგეებს, დააკავეს ჟურნალისტები და გამოიძახეს ოპოზიციის წარმომადგენლები მოჩვენებითი სამართალწარმოებისთვის და დააპატიმრეს ისინი მათი ლეგიტიმურობის აღიარებისთვის. მშვიდობიანი პროტესტი ახლა იწვევს მკვეთრ ჯარიმებს და ხანგრძლივ პატიმრობას. ეს ბრიფინგი განიხილავს ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობას, „ქართული ოცნების“ განვითარებად ტაქტიკას დისიდენტების დასჯის და დემორალიზების მიზნით და საქართველოს წინსვლის გზებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ჰელსინკის კომისიის ბრიფინგი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით თავდაპირველად 28 იანვარს იყო დაგეგმილი, თუმცა ამინდის პირობების გამო გადაიდო.

კახაბერ კვაჭანტირაძე: ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, პატივია პოლიტიკურ საქმეში ბრალდებული - მივესალმები პოლიტიკური სუბიექტების გაერთიანებას; ფსევდოოპოზიციად მიჩნეულებს ვაძლევ: თქვენ ლუსტრირებულები ხართ, ბატონებო!მახაშვილი: ჩვენ არ გვინდა ყველაფრის ფასად აღვადგინოთ ურთიერთობა აშშ-სთან, წინააღმდეგ შემთხვევაში გადატვირთვის შესაძლებლობა მაინც იქნებოდათათა ხვედელიანი: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვისკენ ნაბიჯების გადადგმა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, დელეგაცია მაღალი თანამდებობის პირებისგან შედგებოდა - რაიმე მნიშვნელოვან შეხვედრებზე საუბარი არ შეიძლებაირაკლი კირცხალია: არავის აქვს ილუზია, რომ ქართულ კონტექსტში „ღრმა სახელმწიფოს“ მძიმე აგენტის, ბორის ჯონსონის გამოჩენა შემთხვევითია - ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას ან საქართველოს რომელიმე მტრის წინაშე დაჩოქებას!მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ცხოვრების ღირებულების რეიტინგში თბილისი 399-ე ადგილს იკავებსკოკა მორგოშია: ლევან ჯანგველაძემ მითხრა, რომ ოთარ ფარცხალაძეს „ბევრი ღელვა“ ჰქონდა - ფარცხალაძის გარეშე ქალაქში არაფერი მომხდარა; მას თბილისის ქუჩები გადასცეს, საბაჟო მას ეკუთვნოდა, პროკურატურაც, პოლიციაც.

ENDEKA