დროებითი საპარლამენტო კომისია პარლამენტს ფასების შესასწავლად საერთაშორისო კომპანიის მოწვევას სთავაზობს

დროებითი საპარლამენტო კომისია პარლამენტს ფასების შესასწავლად საერთაშორისო კომპანიის მოწვევას სთავაზობს

დროებითი საპარლამენტო კომისია პარლამენტის თავმჯდომარეს სთავაზობს საერთაშორისო კომპანიის მოწვევას ფასების განსახილველად. ინიციატივას კენჭი უყარეს კომისიის სხდომაზე და მხარი ყველა წევრმა დაუჭირა. კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის თქმით, ამ ეტაპზე კვლევა მხოლოდ სურსათისა და სამომხმარებლო საქონლის სექტორზეა ორიენტირებული. მისივე თქმით, საერთაშორისო კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება. „ჩვენ გვაქვს ინიციატივა, მივმართოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივით, რომ პარლამენტმა ჩვენი კომისიის მუშაობის პარალელურად მოიწვიოს საერთაშორისო კომპანია, რომელსაც აქვს კარგი გამოცდილება, ასე ვთქვათ, პირველადი მოხმარების საქონლისა და კვების პროდუქტების სექტორში. ჩვენი კომისიის მუშაობის პარალელურად, გვექნება ასევე სხვა კუთხით დანახული გარედან შეფასებული დოკუმენტი, რომელიც არსებითად, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი კომისიის მუშაობას და დასკვნამდე მისვლას“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმასADB-ის პრეზიდენტი: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სწრაფვას, გახდეს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი კარიბჭეშვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეცვალონ ავტორიტარული კურსი - შვედეთი რჩება ქართველი ხალხის დიდი ხნის მეგობარი და საიმედო პარტნიორიგიგა ბოკერია საპარლამენტო დელეგაციის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე: ამ ეტაპზე არანაირი წინაპირობა არ არსებობს - რაც საჯაროდ ვიცით, არაფერი შეცვლილა და ყველა ეს ვარაუდი უსაფუძვლოა.საქართველოს ოთხ ქალაქში ერთ თვეში 831 ავტომობილი გამოვლინდა ემისიის სტანდარტების გადაჭარბებითზურაბიშვილი: პარლამენტში შეიქმნა მილიონერების კომისია ფასებზე

ENDEKA