შეერთებულმა შტატებმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ქარტიას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
შეერთებულმა შტატებმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს „ქარტიას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, იტყობინება აზერბაიჯანული მედია. „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის“ ხელმოწერის ცერემონია ბაქოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ქარტიას ხელი მოაწერეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. ცნობისთვის, სომხეთმა და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს „ქარტიას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ 2025 წლის იანვარში.
• „ქართული ოცნების“ ლეგიტიმურობა ევროპარლამენტში კვლავ განხილვის საგანია • ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო • ალექსანდრე მაისურაძე: საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის გამო; ის შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას. • მიგრაციულმა სამსახურმა 31 უცხოელი დააკავა • ტომაშ ფროლიკი: საქართველოს აქვს პრაგმატული მიდგომა საგარეო პოლიტიკასთან და არ სურს გახდეს სხვა კიევი • საქართველოს ეწვია დაღესტნის მუფთიატის თავმჯდომარე, რომელიც მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. •