ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990 იან წლებამდე ისწავლებოდა

ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990 იან წლებამდე ისწავლებოდა

„მომავალში ტექნიკურ უნივერსიტეტში მხოლოდ ის დისციპლინები ისწავლება, რომლებიც უნივერსიტეტში 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, მომავალი სასწავლო წლიდან ტექნიკური უნივერსიტეტი სხვა დისციპლინებში მიღებას არ გამოაცხადებს. „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“ პრინციპით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად. ეს იყო ჩვენი უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, შესაბამისად, მომავალში ტექნიკურ უნივერსიტეტში მხოლოდ ის დისციპლინები ისწავლება, რომლებიც 1990-იან წლებამდე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. ასევე, მომავალი სასწავლო წლიდან ტექნიკური უნივერსიტეტი არ გამოაცხადებს მიღებას იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ იყო ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო გეგმაში შეტანილი. შესაბამისად, ტექნიკური უნივერსიტეტის არატექნიკური აკადემიური პროგრამები ეტაპობრივად დარჩება მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ორი უნივერსიტეტი არ ერწყმის და არატექნიკური ნაკადები ეტაპობრივად გამოსვლის რეჟიმში დარჩება. შესაბამისად, მიმდინარე წლიდან ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება არ გამოცხადდება. ეს არის საერთო გადაწყვეტილება, რაზეც ჩვენ შევთანხმდით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბენჟამინ ჰადადი - მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას შეწყვიტოს რეპრესიები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები - საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც ქართულმა ოცნებამ უღალატაკობახიძე: საქართველოს შეუძლია ეუთოს ბევრ ქვეყანას ასწავლოს დემოკრატია20 ივნისის საქმეზე გადაწყვეტილებების აღსრულება ევროპის საბჭოს გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ გადავიდა.პრემიერ-მინისტრი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსისა და საბჭოს წევრების დანიშვნას პარლამენტის თანხმობის გარეშე შეძლებსსაფრანგეთი მოუწოდებს ქართულ ოცნებას შეწყვიტოს რეპრესიები და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრებიდასავლეთ საქართველოს სოფელში მეწყრის შედეგად 40-ზე მეტი ოჯახი ევაკუირებულია

ENDEKA